თუ სამსახურს ეძებთ: ხუთი გამორჩეული პლატფორმა ფრილანსერებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliფოტოების დამუშავების პროცესი
ფოტოების დამუშავების პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
ე.წ. ფრილანსერი იგივეა, რაც შტატგარეშე მომუშავე. ფრილანსერობა თავისუფალი გრაფიკით მუშაობას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში, გამოცდილი ფრილანსერები საშუალოდ 1,5-2-ჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე ანალოგიური კომპეტენციის მქონე ოფისის თანამშრომლები.
სწორედ ეს ხდის ფრილანსერობას მიმზიდველს ახალგაზრდებში.
ფრილანსერობის ბენეფიტები
ფრილანსერობის ყველაზე დიდი ბენეფიტი თავისუფლებაა. როდესაც შენი თავისთვის მუშაობ, შენ წყვეტ სად იმუშაო, როდის და როგორ. ადამიანები თავად განსაზღვრავენ საკუთარ სამუშაო დღის წესრიგს.
დამკვეთისთვის მნიშვნელობა აქვს ხარისხს და არა იმას, თუ სად შექმნა ტექსტი მაგალითად ქოფირაითერმა, ან ვიზუალი გრაფიკულმა დიზაინერმა. ძალიან ბევრ პროფესიას სულაც არ სჭირდება ოფისში ჯდომა და იქ მუშაობა, მთავარია დამკვეთი იპოვო და საიდან იმუშავებ თავად გადაწყვეტ.
მაგრამ ყველაფერი არც ისე უღრუბლოდ გამოიყურება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სირთულეები რა თქმა უნდა ფრილანსერებსაც აქვთ. დამკვეთის პოვნა და მისი ნდობის მოპოვება არის ის მთავარი თავის ტკივილი, რაც შეიძლება ფრილანსერობას თან ახლდეს. ამის გარდა ინტერნეტში სამუშაოს ძებნის დროს თაღლითებსა და მატყუარებსაც გადააწყდებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სანდო პლატფორმა.
მაშ ასე წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ პლატფორმას ფრილანსერებისთვის, სადაც სხვადასხვა პროფესიის როგორც გამოცდილი, ასევე გამოცდილების არ მქონე ადამიანები შეძლებენ მათთვის საინტერესო პროექტების ნახვას.
1. Upwork
Upwork ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ფრილანსერებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა გრაფიკული დიზაინერი ხარ, SEO-ს სპეციალისტი, Front End დეველოპერი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი... თუ საქმის გაკეთება დისტანციურად შესაძლებელია, მაშინ ამ პლატფორმაზე სამუშაოს აუცილებლად ნახავთ.
დამკვეთები არიან როგორც პატარა კომპანიები და ფიზიკური პირები, ასევე დიდი კორპორაციები. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა შენი მუდმივი დამკვეთიც კი გახდეს. როგორც წესი ამ პლატფორმაზე საშუალო ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება წესებს, რეგისტრაციის გავლა შემდეგ ვერიფიკაცია და სხვა საჭირო ინფორმაციის გაგზავნა აუცილებელია ამის შემდეგ უკვე შეძლებ მუშაობის დაწყებას. წესების დარღვევა მკაცრად ისჯება. ბანის დადების შემთხვევაში Upwork-ზე მუშაობას ვერასდროს ვეღარ შეძლებ.
2. Freelancer
Freelancer-ზეც ყველა პროფესიის ადამიანი შეძლებს საქმის მოძებნას და დამკვეთების პოვნას. სახელწოდებაც ხელს უწყობს იმას, რომ ფრილანსერებს მუშაობის დასაწყებად პირველად სწორედ ეს პლატფორმა გაახსენდეთ, შედეგად ძალიან ბევრი დამკვეთია კონკურენცია მაღალი, ხოლო ანაზღაურება არც თუ ისე მიმზიდველი.
Upwork-ზე დარეგისტრირება უფრო რთულია, მასზე ვერიფიკაციის გავლა, ნდობის მოპოვება და ა.შ. Freelancer-ზე ეს ყველაფერი ბევრად მარტივია და ამიტომ დასაქმებულისთვის საშუალო ხელფასიც დაბალია. ეს პლატფორმა კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც მუშაობის დაწყება სურს, მაგრამ არ აქვს საკმარისი გამოცდილება. Freelancer-ზე დაგროვებული გამოცდილებით კი უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად იქნებით მზად.
3. Behance
Behance ძალიან კარგი პლატფორმაა, თუმცა საკმაოდ განსხვავებულია წინა ორისგან. მასზე უფრო მეტად ის ხალხი აქტიურობს, ვისაც პორტფოლიოში კარგად შეუძლია თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა: გრაფიკული, Motion და UX/UI დიზაინერები. მოკლედ ეს პლატფორმა უფრო კონკრეტული სპეციალობების ადამიანებს გამოადგებათ.
სიმართლე რომ ითქვას, ეს საიტი ისეთ ადამიანებსაც გამოგადგებათ, ვისაც პორტფოლიოს გაკეთება სჭირდება, პორტფოლიო უკვე ძალიან საჭირო ამბავი გახდადა ფაქტობრივად ყველა დამკვეთი ითხოვს მის გადაგზავნას. Behance კი ამის გასაკეთებლად ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, რადგან დამკვეთს შეგიძლია ინტეგრირებული პორტფოლიოთი მოაწონო თავი.
4. Fiverr
Fiverr-ი ნებისმიერი პროფესიისწარმომადგენლისთვის გამოსადეგია, ვისაც ონლაინმუშაობა სურს.
Fiverr საკმაოდ ჰგავს Upwork-ს და Freelancer-ს. თუმცა Upwork-სგან უფრო განსხვავებული ურთიერთობები ყალიბდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. რეგისტრაციაც მარტივია.
Upwork-ზე უფრო დიდი შანსია, რომ დამკვეთთან გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს, Fiverr-ზე უფრო ერთჯერად პროექტზე ორიენტირებული დამკვეთები არიან და უფრო ნაკლები შანსია სურვილიჰქონდეთ, რომ შენთან მომავალშიც ითანამშრომლონ, თუმცა ეს შესაძლოა ზოგისთვის პირიქით, დადებითი ფაქტორიც იყოს.
5. Arc.dev
თუ გამოცდილი ფრილანსერი ხარ, წინა ოთხიდან დიდი ალბათობით ოთხივე გეცოდინებოდა და ზოგი მათგანი გამოცდილიც გექნებოდა. აი რაც შეეხება Arc-ს, ის გამოცდილების მიუხედავად, შეიძლება პირველად გაიგე.
რა არის Arc? პლატფორმა ადრე სხვა მიზნებით და სახელით არსებობდა. ახლანდელი ფორმით სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება და მას უკვე ისეთი ცნობილი კომპანიები იყენებენ, როგორებიცაა მაგალითად Spotify დაHubSpot.
Arc.dev – არის ერთ-ერთი საუკეთესო ვებ-საიტი ფრილანსერი დეველოპერებისთვის. მართალია დეველოპერები სხვა პლატფორმებზეც არიან, მაგრამ Arc რამდენიმე მიზეზით არის გამორჩეული: ის ჯერ არ არის “დაბინძურებული” არც ცუდი დამსაქმებლებით და არც ზედმეტად ბევრი ფრილანსერებით.
ასევე, ამ პლატფორმაზე უფრო დიდი შანსია იპოვო მაღალანაზღაურებადი და გრძელვადიანი სამუშაო, ვიდრე სხვაგან. მოკლედ თუ დეველოპერი ხარ, ცდად ნამდვილად ღირს.
მასალა მოამზადა დავით ქუთათელაძემ
ყველა ახალი ამბავი
0