Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტიკარაძე: ორსულების ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია

© photo: Sputnikეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ექსპერტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ბოლო დღეებში შემცირდა ინფიცირებული ორსულების რაოდენობა, რაც სასიხარულოა. ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, მათი მკურნალობის პროცესში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი... კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ორსულებისთვის ვაქცინაცია საფრთხის შემცველი არ არის", – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას კოვიდ-რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ვაქცინაცია Pfizer–ით - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: ყველა ორსული უნდა აიცრას, ეს 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს
ექსპერტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. მათი განმარტებით, მეძუძურობისა და ორსულობის პერიოდში ვაქცინა არ გადადის დედიდან შვილზე.
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამჟამად მსოფლიოში ორსულებისთვის რეკომენდებული და დაშვებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ამჟამად დაახლოებით 25 ათასი ორსული ქალია. კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ერთდროულად 40–50 ფეხმძიმე დაინფიცირდა და გარდაცვალების 10-ზე მეტი შემთხვევაც დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები უკიდურესად საგანგაშოდ მიიჩნევენ.
საქართველომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი გადაიტანა. ქვეყანაში გავრცელებული ინდური შტამის გამო მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიული აღმოჩნდა. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 591 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 556 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.446 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0