https://sputnik-georgia.com/20210917/stiqia-xobsi-datborilia-saxlebi-da-ezoebi-259689160.html
სტიქია ხობის რაიონში – დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები
სტიქია ხობის რაიონში – დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები
Sputnik საქართველო
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმები ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის... 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T19:14+0400
2021-09-17T19:14+0400
2021-09-20T12:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252398136_0:197:2943:1852_1920x0_80_0_0_8006e4a670ad9e97337938f3de02d082.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალადიდში, ქვალონსა და ახალსოფელში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ინფორმაციას რეგიონული მასმედია ავრცელებს.ძლიერი წვიმების გამო სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.გავრცელებული ინფორმაციით, ნალექის შედეგად განადგურებულია მოსავლის ნაწილი, ასევე დაიხოცა შინაური ფრინველი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა დიდი ხანია არსებობს, რადგანაც სოფლებში სანიაღვრე სისტემები გაუმართავია. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები და სამაშველო ბრიგადები.დაზარალებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება.ასევე არასახარბიელო მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც გუშინ, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.
https://sputnik-georgia.com/20210917/qobuletshi-zarals-itvlian-259672083.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252398136_105:0:2836:2048_1920x0_80_0_0_723fe7dac2ebebda3885c2917eaf2f9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
სტიქია ხობის რაიონში – დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები
19:14 17.09.2021 (განახლებულია: 12:45 20.09.2021) ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმები ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის წინაშე დიდი ხანია დგას.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალადიდში, ქვალონსა და ახალსოფელში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ინფორმაციას რეგიონული მასმედია ავრცელებს.
ძლიერი წვიმების გამო სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
გავრცელებული ინფორმაციით, ნალექის შედეგად განადგურებულია მოსავლის ნაწილი, ასევე დაიხოცა შინაური ფრინველი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა დიდი ხანია არსებობს, რადგანაც სოფლებში სანიაღვრე სისტემები გაუმართავია.
17 სექტემბერი 2021, 11:40
ადგილზე მუშაობენ მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები და სამაშველო ბრიგადები.
დაზარალებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება.
ასევე არასახარბიელო მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც გუშინ, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.