ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

© Kobuleti Municipalityწყალდიდობა ქობულეთში
წყალდიდობა ქობულეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ქობულეთში გუშინ, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაიტბორა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. გილაურის დასახლება. ზარალი მიადგა სავაჭრო ობიექტებსაც.
წყალდიდობა ქობულეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ხუცუბანში წყალმა საავტომობილი ხიდი წაიღო, ხოლო დაგვასა და ქვედა სამებაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ორი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.
შპს „ქობულეთის წყლის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები და სანიაღვრე არხების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შექმნილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ყველა ახალი ამბავი
0