რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული კახეთში: ბოლო ცნობები

© Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
რთველის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის თელავში სადღეღამისო საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, კახეთში 120 ათას ტონამდე ყურძენი, რეგიონის მოსავლის 45%-მდეა გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ამ დროისათვის რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა საგარეჯოსი, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში მომავალი კვირიდან ჩაერთვება. რთველის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის თელავში სადღეღამისო საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
„ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ პროცესზე მიუთითებს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გადამუშავებული ყურძნიდან 70 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 42 ათას ტონამდე „საფერავი“, 3 ათას ტონამდე „კახური მწვანე“, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
რთველი-2021: მევენახეებმა უკვე 90 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
მოსავლის რეალიზაციის შედეგად ფერმერების შემოსავალმა 120 მლნ ლარს გადააჭარბა.
რთვლის პროცესში დღემდე 140 ღვინის საწარმოა ჩართული.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებში 300 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას წელსაც ეწევა, რისთვისაც 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0