რთველი-2021: მევენახეებმა უკვე 90 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

© Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდება. კახეთში დღეში 10 ათას ტონა ყურძენს ამუშავებენ.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც ამ რეგიონის საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი ამ რეგიონში პიკურ ფაზაში შედის. რთვლის პროცესში დღემდე 136 ღვინის საწარმო იყო ჩართული.
სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 90 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. ამ დროისათვის მოსავლის რეალიზაცია 10 ათასამდე მევენახემ დაასრულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმით, მთლიანად ქვეყანაში 300 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე–ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
ქართული ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
რთველი-2021: კომპანიებისთვის სუბსიდირების პირობები შეიცვალა
რთველი 2021-ის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.
წელს სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0