https://sputnik-georgia.com/20210917/girchis-wevrebi-xelwerilit-gaatavisuples-259668653.html
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
ტოტალური თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა სუსთან მიყვანილი ავტომობილი დალეწეს. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T11:17+0400
2021-09-17T11:17+0400
2021-09-17T16:16+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260491_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_55b1ffee7e20470c1a609e6211003bcd.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობასთან აქცია-პერფორმანსის დროს დაკავებული ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.გუშინ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. ტოტალური თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყველას თვალწინ იქ მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.ჯაფარიძის თქმით, მათ Scoda Octavia-ს მარკის ავტომობილი შეარჩიეს, რადგან ის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ასოცირდება. სამართალდამცველებმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.საქართველოში ბოლო დღეებში აგორდა სკანდალი, რომელიც ეხება სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების ფარულ მოსმენას, რომელსაც სუსი ახორციელებდა. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებს ჩანაწერების 50 ათასზე მეტი ფაილი, სავარაუდოდ, სუსის ყოფილმა თანამშრომელმა გაუგზავნა.საქართველოს პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.
https://sputnik-georgia.com/20210916/zurab-jafarizem-susis-senobastan-performansi-moawyo-259662949.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260491_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_87cd6cbaa7e624dfd481a6b8a3cd952a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
11:17 17.09.2021 (განახლებულია: 16:16 17.09.2021) ტოტალური თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა სუსთან მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობასთან აქცია-პერფორმანსის დროს დაკავებული ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
გუშინ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. ტოტალური თვალთვალისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყველას თვალწინ იქ მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.
ჯაფარიძის თქმით, მათ Scoda Octavia-ს მარკის ავტომობილი შეარჩიეს, რადგან ის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ასოცირდება.
16 სექტემბერი 2021, 22:53
სამართალდამცველებმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოში ბოლო დღეებში აგორდა სკანდალი, რომელიც ეხება სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების ფარულ მოსმენას, რომელსაც სუსი ახორციელებდა. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებს ჩანაწერების 50 ათასზე მეტი ფაილი, სავარაუდოდ, სუსის ყოფილმა თანამშრომელმა გაუგზავნა.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.