https://sputnik-georgia.com/20210917/gamyrelize-saqartvelo-gripis-vaqcinas-miirebs-259691121.html
გამყრელიძე: საქართველო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათას დოზას მიიღებს
გამყრელიძე: საქართველო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათას დოზას მიიღებს
Sputnik საქართველო
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ძირითადად სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები იცრებიან, იმუნიზაცია კი ყველასთვის... 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T20:46+0400
2021-09-17T20:46+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/11/259669702_814:147:3581:1703_1920x0_80_0_0_66094f33af8bc6b9c47b3d4f915da430.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო წელს 200 ათას დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოიტანს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნებაყოფლობითია და ძირითადად რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები იცრებიან. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გრიპზე აცრა ბოლო 7-8 წელია ინერგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.მისი თქმით, პირველ 50.000 დოზას დღეს ელოდებიან.„150 ათასი დოზა კი ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა... ძირითადად იცრებიან რისკ-ჯგუფები, სამედიცინო პერსონალი, ორსულები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.მან დაამატა, რომ გრიპის ვაქცინას, დიდი ალბათობით, კერძო სექტორიც შემოიტანს, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება.დღეს გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესახებ ისაუბრა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემაც. როგორც მან აღნიშნა, ჯანმოსა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ერთსა და იმავე დღეს არის დასაშვები. მისი განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შესაძლოა კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც კი შეამციროს.საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
https://sputnik-georgia.com/20210917/gripis-da-kovidvaqcinis-ertad-gaketeba-sheizleba-259678448.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/11/259669702_1038:143:3476:1972_1920x0_80_0_0_2be475da8b49ec187ff9d20390a01008.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გამყრელიძე: საქართველო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათას დოზას მიიღებს
20:46 17.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ძირითადად სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები იცრებიან, იმუნიზაცია კი ყველასთვის ნებაყოფლობითია, აღნიშნა გამყრელიძემ.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო წელს 200 ათას დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოიტანს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნებაყოფლობითია და ძირითადად რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები იცრებიან. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გრიპზე აცრა ბოლო 7-8 წელია ინერგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, პირველ 50.000 დოზას დღეს ელოდებიან.
„150 ათასი დოზა კი ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა... ძირითადად იცრებიან რისკ-ჯგუფები, სამედიცინო პერსონალი, ორსულები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მან დაამატა, რომ გრიპის ვაქცინას, დიდი ალბათობით, კერძო სექტორიც შემოიტანს, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება.
17 სექტემბერი 2021, 14:17
დღეს გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესახებ ისაუბრა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემაც. როგორც მან აღნიშნა, ჯანმოსა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ერთსა და იმავე დღეს არის დასაშვები. მისი განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შესაძლოა კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც კი შეამციროს.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.