Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დასაშვებია თუ არა კოვიდ-საწინააღმდეგო და გრიპის ვაქცინის ერთად გაკეთება

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეამციროს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ჯანმოსა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება ერთსა და იმავე დღეს არის დასაშვები.

„არსებული კვლევები ცხადყოფს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება შეამციროს კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაში ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. კონკრეტულად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსის დაავადების დროს გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შეიძლება 24%-ით შეამციროს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს.
ჩხაიძის განმარტებით, პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფებში შემავალ პირთა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აუცილებელია ოქტომბრიდან დაიწყოს. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ 5 წლამდე ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმოს წარმომადგენლები საქართველოს კლინიკების საქმიანობას სწავლობენ
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
რაც შეეხება კორონავირუსს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 591 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 556 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.446 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0