https://sputnik-georgia.com/20210916/xojevanishvili-susshi-mosmenebis-sferos-ar-vkurirebdi-259654690.html
ხოჯევანიშვილი: სუსში მოსმენების სფეროს არ ვკურირებდი
ხოჯევანიშვილი: სუსში მოსმენების სფეროს არ ვკურირებდი
Sputnik საქართველო
ქართული ეკლესიის სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებზე გავრცელდა. მასმედიის ინფორმაციით, ტელეკომპანიებს აღნიშნული... 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T17:49+0400
2021-09-16T17:49+0400
2021-09-16T20:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/55/235585591_0:5:1100:624_1920x0_80_0_0_e0c8ca24a2f279652f752c71c172e2a0.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.ხოჯევანიშვილის განცხადებით, იგი სუსში არასდროს კურირებდა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას დაეხმაროს.მანამდე სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამაც.ქართული ეკლესიის სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებზე გავრცელდა. მასმედიის ინფორმაციით, ტელეკომპანიებს აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.ოთხშაბათს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამუშავდება ყველა ვერსია, მათ შორის საქმესთან ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კავშირის ვერსია. აგრეთვე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდის პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი კურირებდა.საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
https://sputnik-georgia.com/20210916/gaxaria-farul-wanawerebze-komentars-aketebs-259645034.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/55/235585591_131:0:968:628_1920x0_80_0_0_546e51a782f9f116e6f262fd2d6a017e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ხოჯევანიშვილი: სუსში მოსმენების სფეროს არ ვკურირებდი
17:49 16.09.2021 (განახლებულია: 20:55 16.09.2021) ქართული ეკლესიის სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებზე გავრცელდა. მასმედიის ინფორმაციით, ტელეკომპანიებს აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ ტელეკომპანია
„რუსთავი 2"-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, იგი სუსში არასდროს კურირებდა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას დაეხმაროს.
„ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს არ ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რასაც ცალსახად გიდასტურებთ... მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველაფერს აეხადოს ფარდა”, — განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მანამდე სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამაც.
ქართული ეკლესიის სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ ტელეარხებზე გავრცელდა. მასმედიის ინფორმაციით, ტელეკომპანიებს აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
ოთხშაბათს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამუშავდება ყველა ვერსია, მათ შორის საქმესთან ექს-პრემიერ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კავშირის ვერსია.
16 სექტემბერი 2021, 15:40
აგრეთვე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდის პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი კურირებდა.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.