https://sputnik-georgia.com/20210916/saqartvelosi-fermerebistvis-sagranto-konkursi-gamocxadda-259663873.html
საქართველოში ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოში ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75 ათას აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. პროექტის მთლიანი ღირებულების 50%-ს გრანტი შეადგენს 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T23:25+0400
2021-09-16T23:25+0400
2021-09-16T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/08/232340858_0:171:3051:1887_1920x0_80_0_0_ce3920963b957122a82e4245c7e1ed06.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik.საქართველოში პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.კონკურსის მიზანია - მეცხოველეობის პროდუქციის უსაფრთხოების და ხარისხის მაჩვენებლის ამაღლებაა. საკონკურსო განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება.კონკურსის პირობებით, განმცხადებელმა თანადაფინანსების სახით უნდა განახორციელოს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%.პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75 ათას აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და არ უნდა იყოს 10 ათას აშშ დოლარზე ნაკლები.პროექტის ფარგლებში ჩატარდება აქტიური სამუშაო (სხვადასხვა ტრენინგების თუ საინფორმაციო სახელმძღვანელოების სახით) მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულთა ცოდნის დონის ამაღლების კუთხით.პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.კონკურსი გამოცხადებულია ხუთწლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA).მეცხოველეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო მხარს უჭერს ფერმერებს მათ წამოწყებებში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშეღავათო კრედიტებს გასცემს.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).
https://sputnik-georgia.com/20210812/saqarTveloSi-mesaqonleobis-axali-ferma-gaixsna-252569190.html
https://sputnik-georgia.com/20210625/daxmareba-bizness-saqartvelos-mtavroba-axal-programebs-iwyebs-252125670.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23234/08/232340858_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_60ed24caaa805eba92bee355e06d3bc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75 ათას აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. პროექტის მთლიანი ღირებულების 50%-ს გრანტი შეადგენს
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik.საქართველოში პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, იუწყება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კონკურსის მიზანია - მეცხოველეობის პროდუქციის უსაფრთხოების და ხარისხის მაჩვენებლის ამაღლებაა. საკონკურსო განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება.
კონკურსის პირობებით, განმცხადებელმა თანადაფინანსების სახით უნდა განახორციელოს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%.
პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75 ათას აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და არ უნდა იყოს 10 ათას აშშ დოლარზე ნაკლები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება აქტიური სამუშაო (სხვადასხვა ტრენინგების თუ საინფორმაციო სახელმძღვანელოების სახით) მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულთა ცოდნის დონის ამაღლების კუთხით.
პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
კონკურსი გამოცხადებულია ხუთწლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA).
მეცხოველეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო მხარს უჭერს ფერმერებს მათ წამოწყებებში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშეღავათო კრედიტებს გასცემს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).