https://sputnik-georgia.com/20210812/saqarTveloSi-mesaqonleobis-axali-ferma-gaixsna-252569190.html
საქართველოში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა
საქართველოში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა
Sputnik საქართველო
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფერმაში 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1,5 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T22:53+0400
2021-08-12T22:53+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252568559_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_cf2a75e63049c874f9def31361e5e98b.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.უწყების მონაცემებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა - შეღავათიანი აგროკრედიტია.ფერმაზე 10 ადგილობრივია დასაქმებული. ყოველდღიურად ფერმა აწარმოებს 4 ტონა რძეს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252568559_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_549fde1b86946f792ed5ac6cedb7bc35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა
22:53 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფერმაში 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1,5 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა - შეღავათიანი აგროკრედიტია.
- „შეღავათიანი აგროკრედიტის“ დახმარებით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა. 2020 წელს 372 მლნ ლარის 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 64,3 მლნ ლარი შეადგინა. პროექტში ჩართულია 13 ბანკი და 4 სალიზინგო კომპანია.
ფერმაზე 10 ადგილობრივია დასაქმებული. ყოველდღიურად ფერმა აწარმოებს 4 ტონა რძეს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).