Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით პირველი დოზით საჯაროდ 8 აგვისტოს აიცრა
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობის მეთაური Pfizer-ის მეორე დოზით დღეს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
ღარიბაშვილი: „მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე... “
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით პირველი დოზით საჯაროდ 8 აგვისტოს აიცრა. აპრილში კი მან კორონავირუსი გადაიტანა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 660.832 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 23,1%.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0