https://sputnik-georgia.com/20210904/raribasvili-madloba-rom-ase-zrunavt-cems-janmrtelobaze-259315120.html
ღარიბაშვილი: „მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე... “
ღარიბაშვილი: „მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე... “
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეარხის ჟურნალისტმა პრემიერი... 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T15:50+0400
2021-09-04T15:50+0400
2021-09-04T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257348_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_85d73ff9d4aadaf80f22dff30cc0a61b.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მან გაყალბებული კოვიდ-პასპორტი აიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და ტელეკომპანია „მთავარი“ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც მან აიღო, არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამზადებული საინფორმაციო ბარათი და აღნიშნული ბარათის აღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ღარიბაშვილმა ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამარცხვინო საქციელი უწოდა. დღეს აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ტელეკომპანიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, 3 სექტემბერს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტითა და აღნიშნულ ფაქტზე მოქალაქეთა მომართვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერი დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზაზე. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი მიმდინარე წლის აპრილში გადაიტანა, 8 აგვისტოს კი ის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით საჯაროდ აიცრა. მეორე დოზის გაკეთება მას უწევს პირველი აცრიდან 21-28 დღეში, ან მაქსიმუმ 42 დღეში - 29 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდ-ბარათი ქუთაისის იუსტიციის სახლში 3 სექტემბერს აიღო. კოვიდ-ბარათზე დატანილია პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები.
https://sputnik-georgia.com/20210904/jurnalistma-raribasvili-vaqcinis-meore-dozaze-daaregistrira-dawyebulia-mokvleva-259312888.html
https://sputnik-georgia.com/20210817/kovidbaraTebis-gacema-iwyeba-252603697.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257348_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_6fdef25187ea53e08da9140f6c762984.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ღარიბაშვილი: „მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე... “
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეარხის ჟურნალისტმა პრემიერი ვაქცინის მეორე დოზაზე დაარეგისტრირა
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მან გაყალბებული კოვიდ-პასპორტი აიღო.
ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და ტელეკომპანია „მთავარი“ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც მან აიღო, არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამზადებული საინფორმაციო ბარათი და აღნიშნული ბარათის აღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
„ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას ადამიანის შესახებ: არის თუ არა იგი ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო PCR-ტესტის შედეგები და ასევე ინფორმაცია, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი“, - განმარტა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამარცხვინო საქციელი უწოდა.
„მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩემი პირადი ნომრით, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი“, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ტელეკომპანიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.
უწყების ცნობით, 3 სექტემბერს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტითა და აღნიშნულ ფაქტზე მოქალაქეთა მომართვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერი დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზაზე.
თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი მიმდინარე წლის აპრილში გადაიტანა, 8 აგვისტოს კი ის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით საჯაროდ აიცრა. მეორე დოზის გაკეთება მას უწევს პირველი აცრიდან 21-28 დღეში, ან მაქსიმუმ 42 დღეში - 29 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდ-ბარათი ქუთაისის იუსტიციის სახლში 3 სექტემბერს
აიღო.
კოვიდ-ბარათზე დატანილია პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები.