Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჟურნალისტმა ღარიბაშვილი ვაქცინის მეორე დოზაზე დაარეგისტრირა - საქმეზე დაწყებულია მოკვლევა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით დაარეგისტრირა.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 3 სექტემბერს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტითა და აღნიშნულ ფაქტზე მოქალაქეთა მომართვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერი დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზაზე.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
რატომ არ აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
აღნიშნული ფაქტის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდ-ბარათი აიღო
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მან კორონავირუსი მიმდინარე წლის აპრილში გადაიტანა, 8 აგვისტოს კი ის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით საჯაროდ აიცრა. 3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღო. კოვიდ-ბარათზე დატანილია პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები.
ყველა ახალი ამბავი
0