რატომ არ აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

© REUTERS / LUIS ECHEVERRIAვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინაცია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
პრემიერ ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავრობის მეთაური თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაციის გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ წესს და ამ ეტაპზე აცრა პრიორიტეტულია ასაკობრივი ჯგუფებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრულია გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია. მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი უნდა აეცრათ, და განაცხადა, რომ  ამ ინიციატივამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ამიტომ არ აიცრა საქართველოს პრემიერი ამ შემთხვევაშიც.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
პედიატრი: სასურველია მასწავლებლების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო. 

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ასევე შესაძლებელია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში  უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთონ.

ყველა ახალი ამბავი
0