„კონსულტაცია უფასოა“ – ყოფილი ტელეჟურნალისტი და ექიმი, რომელიც ონლაინ-კლინიკას ამუშავებს

© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე მეუღლესთან, თამარ ნიკურაძე-აროშიძესთან ერთად
ირაკლი აროშიძე მეუღლესთან, თამარ ნიკურაძე-აროშიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ირაკლი აროშიძე პროფესიონალი ექიმია. საექიმო საქმიანობას ერთდროულად ეწევა ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბათუმის სამედიცინო ცენტრსა და კლინიკა „ჰელსიკორში“.
ძირითადი საქმიანობის პარალელურად წარმატებით ამუშავებს შპს „ონლაინ კლინიკას“, სადაც სამი წლის განმავლობაში კონსულტაცია დაახლოებით 5 ათასამდე პაციენტმა გაიარა. მისი ყველა სამედიცინო პოსტი აქტუალურია, უპასუხოდ არც ერთ კითხვას არ ტოვებს. რაც მთავარია, ბოლოს ყველას ახსენებს, რომ „როგორც ყოველთვის, კონსულტაცია უფასოა“.
ადამიანებთან კომუნიკაციაში ალბათ ტელევიზიაში მიღებული გამოცდილებაც ეხმარება. იყო დრო, როგორც ჟურნალისტს, ისე იცნობდნენ. მაშინ საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ მუშაობდა. დღეს თავის ჟურნალისტურ წარსულსა და ამჟამინდელ სამედიცინო საქმიანობაზე გვიყვება.
© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე
ირაკლი აროშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ირაკლი აროშიძე
- ბატონო ირაკლი, ალბათ თქვენმა პაციენტებმა არ იციან, რომ იყო დრო, როცა ჟურნალისტის როლს ირგებდით საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“, როგორ მოხვდით ტელესივრცეში?
- როცა პირველად ტელევიზიის კარები შევაღე, 18 წლის ვიყავი. ის დღე კარგად მახსოვს: დაცვის ბიჭებმა ამომაცილეს შემოქმედებით გაერთიანება „არსში“. სწორედ მაშინ მოვიწამლე ტელევიზიით. არადა, სამედიცინო ინსტიტუტის საღამოს დასწრებული სწავლების მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ის პერიოდია, რომ არ გემუშავა, ინსტიტუტში საღამოს დასწრებულზე ვერ დარჩებოდი. სულ მალე ტელევიზია ფაქტობრივად მშობლიურ სახლად მექცა. რასაც მავალებდნენ, ყველაფერს ვაკეთებდი. ასე დაიწყო ჩემი და ტელევიზიის ურთიერთობა.
© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე
ირაკლი აროშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ირაკლი აროშიძე
- იმ დროის ტელევიზიაში პროფესიონალებთან გიწევდათ ურთიერთობა...
- დიახ, ასეა. პირველ რიგში, ესენი იყვნენ ქალბატონები ნაზიბროლა აროშიძე და ლია მურღულია, ამას გარდა მინდა ვახსენო დალი კოლხიდაშვილი, გივი ბაქრაძე, დათო მურღულია, თამუნა ვაჩილავა, მარინა ჟდანოვა და თავისი საქმის მცოდნე ბევრი სხვა პიროვნება. იმ ხალხთან ურთიერთობამ პროფესიონალურად გამზარდა. ჩვენ შორის უშუალო ურთიერთობა იყო და ერთი ოჯახივით ვიყავით. სიუჟეტებს სხვადასხვა თემაზე წინასწარ ვამზადებდი და მერე ეთერში გავდიოდით.
© courtesy of Irakli Aroshidzeკოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
კოლეგებთან ერთად
- ერთი პერიოდი რადიოს სპორტულ რედაქციასთანაც გქონდათ შეხება...
- თავიდან სპორტთან ის შეხება მქონდა, რომ მამა იყო სპორტსმენი. მისი სპორტული კარიერა „ბურევესტნიკის“ ჩამოყალიბების პერიოდს დაემთხვა. ის ჩაბმული იყო ოლიმპიური სასწავლებლის საქმიანობაში, ბოლოს სპორტული სკოლა-ინტერნატის დირექტორი იყო. ასე რომ, სპორტულ გარემოში გავიზარდე. როგორც სპორტსმენი, მართალია, ვერ გამოვდექი, მაგრამ სპორტულ ჟურნალისტიკას შევეჭიდე და რადიოს ეთერში გადაცემა მიმყავდა. მაშინ სპორტულ რედაქციაში იყო არაჩვეულებრივი ქალბატონი, გამოცდილი ჟურნალისტი თამილა კახიძე. მასზე ამბობდნენ, რადიოდან სპორტი დიასახლისებსაც შეაყვარაო. ამ პიროვნებას სიყვარულით „დედუცის“ ვეძახდი, ახალბედა ჟურნალისტებს მართლაც დედასავით გვექცეოდა.
© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე
ირაკლი აროშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ირაკლი აროშიძე
- სატელევიზიო სფეროდან სამედიცინოში როგორ და როდის გადაინაცვლეთ?
- სამედიცინო პრაქტიკა სასწრაფოში მუშაობით დავიწყე. შემდეგ იყო რეგიონული კლინიკები. ერთი პერიოდი პრაქტიკოს–ექიმობას საერთოდ დავანებე თავი და მედიცინას გამომცემლობით, ბეჭდური საქმიანობით ვემსახურებოდი. შემდეგ სიტუაცია აირია და სახლში დავჯექი, თუმცა არა დიდი ხნით, რადგან მალე ყოფილ „ლანცეტში“, ახლანდელ „ვივამედში“ შევუდექი მუშაობას. მოგვიანებით ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკაში „ახალი სიცოცხლე“ მივედი. ამჟამად ვარ ბოჭორიშვილის კლინიკის, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და კლინიკა „ჰელსიკორის“ ექიმი.
© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე
ირაკლი აროშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ირაკლი აროშიძე
- თქვენს ონლაინ–კლინიკას ბევრი ხელმომწერი ჰყავს...
- ძირითადი საქმიანობის პარალელურად შევქმენი შპს „ონლაინ კლინიკა“, რომელიც ინგლისური მოდელია. სამი წლის განმავლობაში აქ კონსულტაცია პრაქტიკულად 5 ათასამდე პაციენტმა გაიარა. დღეს მას პროვაიდერის წოდება აქვს და რამდენიმე სტაციონარულ კლინიკასა და ამბულატორიასთან თანამშრომლობს. აბსოლუტურად ყველა პათოლოგიის მქონე პაციენტს ვემსახურები.
© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე
ირაკლი აროშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ირაკლი აროშიძე
- ცნობილია, რომ ყველა დაავადების დროს აქვს მნიშვნელობა ავადმყოფის განწყობას, კორონასაც „ეშინია“ კარგი განწყობის?
- რა თქმა უნდა, განწყობას ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლის დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია, ექიმის მითითებები დროულად შეასრულოთ და პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. მე მყავს მეუღლე, თამარ ნიკურაძე-აროშიძე, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას და მეხმარება. ის მწერალ-პუბლიცისტია. ადრე ტელევიზიაში მიჰყავდა კურსი „ვისწავლოთ ინგლისური ენა" და ბათუმის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს. რაც მთავარია, ის ადამიანი-პოზიტივია, არ არსებობს, მასთან მოიწყინო ან დეპრესია შეგეყაროს. მან თავისი იმედიანი დამოკიდებულებით მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ასე რომ, ჩვენს განწყობას ირგვლივ მყოფთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
© courtesy of Irakli Aroshidzeირაკლი აროშიძე მეუღლესთან, თამარ ნიკურაძე-აროშიძესთან ერთად
ირაკლი აროშიძე მეუღლესთან, თამარ ნიკურაძე-აროშიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
ირაკლი აროშიძე მეუღლესთან, თამარ ნიკურაძე-აროშიძესთან ერთად
- როგორც ექიმი, სხვებზე კარგად თუ ხვდებით ვინ ვინ არის?
- ცხოვრება გუშინ არ დამიწყია, დიდი ხანია ვცხოვრობ და ვხვდები ვინ არის მართალი, ალალი და სუფთა გულის ადამიანი. რამდენი ხანიც უნდა გეცვას თეთრი ხალათი, მთავარია, იმ ხალათის შიგნით წრფელი გული გქონდეს და ამ გულით იცხოვრო ყოველი დღე... ადამიანობა, სიალალე და სიყვარული შიგნიდან მოდის. მინდა მივმართო ყველა ჩემს პაციენტს, უცნობს და ნაცნობს: გამოიჩინეთ სულიერი მხნეობა, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ეს სირთულეები დაძლიოთ! ადრე თუ გვიან, პანდემია დამთავრდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნება. დავრჩეთ ადამიანებად და ვიცხოვროთ სიყვარულით, ერთგულებით, ურთიერთპატივისცემით და, რაც მთავარია, უფლის რწმენით. ჯანმრთელობას გისურვებთ!..
ყველა ახალი ამბავი
0