https://sputnik-georgia.com/20210915/ramdeni-amomrchevelia-saqartveloshi-ceskom-siebi-ganaaxla-259621408.html
რამდენი ამომრჩეველია საქართველოში: ცესკომ სიები განაახლა
რამდენი ამომრჩეველია საქართველოში: ცესკომ სიები განაახლა
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T17:49+0400
2021-09-15T17:49+0400
2021-09-15T22:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250117284_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_63cae0d1dfc7163b2eaa160256e5b417.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 3.540.609 პოტენციური ამომრჩეველია, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცესკოს ამომრჩეველთა განახლებული სია გადასცა.ამომრჩეველთა ახალი სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სანიკიძემ. მისი თქმით, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს.„ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, – განაცხადა სანიკიძემ. მონაცემების დამუშავების შემდეგ ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ვერსია ხელმისაწვდომი იქნება პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210915/archevnebze-xmebis-datvlas-videokamerebi-gadaigeben-259613119.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250117284_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_e03f17581bcefc181f66422e96d9bc99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
რამდენი ამომრჩეველია საქართველოში: ცესკომ სიები განაახლა
17:49 15.09.2021 (განახლებულია: 22:15 15.09.2021) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 3.540.609 პოტენციური ამომრჩეველია,
ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცესკოს ამომრჩეველთა განახლებული სია გადასცა.
„განახლებული მონაცემების საფუძველზე საზოგადოების და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ამომრჩეველთა ახალი სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სანიკიძემ. მისი თქმით, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს.
„ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, – განაცხადა სანიკიძემ.
15 სექტემბერი 2021, 14:49
მონაცემების დამუშავების შემდეგ ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ვერსია ხელმისაწვდომი იქნება პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.