https://sputnik-georgia.com/20210915/archevnebze-xmebis-datvlas-videokamerebi-gadaigeben-259613119.html
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესს ვიდეოკამერებით გადაიღებენ
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესს ვიდეოკამერებით გადაიღებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T14:49+0400
2021-09-15T14:49+0400
2021-09-15T19:26+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24271/23/242712373_0:90:2000:1215_1920x0_80_0_0_567b0ae4a1ab4066bbcca4c5d6d0c319.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უმეტეს საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესს ვიდეოკამერები პირველად დააფიქსირებენ, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.ვიდეოგადაღება 3.673 საარჩევნო უბნიდან 3.200-ზე განხორციელდება.მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება.„კენჭისყრის დღიდან 6 დღის ვადაში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა გადაითვალოს შემთხვევითი პრინციპით გამოვლენილი 5 უბანი, რაც კიდევ ერთხელ აზღვევს ამ პროცესს. ხუთივე უბნის გადათვლაც ვიდეოგადაღებით იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210905/arcevnebi-2021-arasamtavrobo-organizaciebma-alternatiuli-saarcevno-komisia-seqmnes-259322396.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24271/23/242712373_130:0:1870:1305_1920x0_80_0_0_ecd565f9d4af1d796d69ceadc363b2bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესს ვიდეოკამერებით გადაიღებენ
14:49 15.09.2021 (განახლებულია: 19:26 15.09.2021) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უმეტეს საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესს ვიდეოკამერები პირველად დააფიქსირებენ, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ვიდეოგადაღება 3.673 საარჩევნო უბნიდან 3.200-ზე განხორციელდება.
„გარდა იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ჩაიწერება, არჩევნების მეორე დღიდან ყველა ვიდეოჩანაწერი ონლაინ–სივრცეში იქნება გამოქვეყნებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება.
„კენჭისყრის დღიდან 6 დღის ვადაში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა გადაითვალოს შემთხვევითი პრინციპით გამოვლენილი 5 უბანი, რაც კიდევ ერთხელ აზღვევს ამ პროცესს. ხუთივე უბნის გადათვლაც ვიდეოგადაღებით იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.