https://sputnik-georgia.com/20210915/masmedia-cinetis-liderma-baidens-sexvedraze-uari-ganucxada-259600089.html
მასმედია: ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს შეხვედრაზე უარი განუცხადა
მასმედია: ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს შეხვედრაზე უარი განუცხადა
Sputnik საქართველო
თეთრ სახლს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T09:57+0400
2021-09-15T09:57+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251997524_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_573e2a157b630beda1f879d96b91bb12.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს სამიტის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ჩინეთის ლიდერმა უარით უპასუხა, იუწყება РИА Новости გაზეთ Financial Times-ზე დაყრდნობით.გამოცემა ორი ლიდერის საუბრის დეტალების მცოდნე წყაროებს ეყრდნობა. მათი ინფორმაციით, ბაიდენმა სი ძინპინთან 90-წუთიანი საუბრისას მას სამიტის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ თანხმობას ვერ მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამან „აშშ-ის რიგი ოფიციალური პირები მიიყვანა დასკვნამდე, რომ პეკინი ვაშინგტონთან ხისტ თამაშს განაგრძობს“.„აშშ-ის პრეზიდენტმა სის შესთავაზა სამიტის ჩატარება, რათა ამერიკულ–ჩინური ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდეს... მაგრამ ჩინეთის ლიდერმა არ მიიღო მისი წინადადება და მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა პეკინთან ურთიერთობებში მკვეთრი ტონი შეარბილოს“, – წერს გაზეთი.გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სის ძირითადი გზავნილი ბაიდენისადმი სწორედ ის იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი რიტორიკა უნდა შეარბილოს.თეთრ სახლს ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
https://sputnik-georgia.com/20210909/baidenisa-da-putinis-samiti-ar-igegmeba-259455948.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0b/251997524_125:0:1600:1106_1920x0_80_0_0_a09e4ab3882fdc9e35f2f80737b61a37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
მასმედია: ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს შეხვედრაზე უარი განუცხადა
09:57 15.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თეთრ სახლს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს სამიტის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ჩინეთის ლიდერმა უარით უპასუხა, იუწყება
РИА Новости გაზეთ
Financial Times-ზე დაყრდნობით.
გამოცემა ორი ლიდერის საუბრის დეტალების მცოდნე წყაროებს ეყრდნობა. მათი ინფორმაციით, ბაიდენმა სი ძინპინთან 90-წუთიანი საუბრისას მას სამიტის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ თანხმობას ვერ მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამან „აშშ-ის რიგი ოფიციალური პირები მიიყვანა დასკვნამდე, რომ პეკინი ვაშინგტონთან ხისტ თამაშს განაგრძობს“.
„აშშ-ის პრეზიდენტმა სის შესთავაზა სამიტის ჩატარება, რათა ამერიკულ–ჩინური ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდეს... მაგრამ ჩინეთის ლიდერმა არ მიიღო მისი წინადადება და მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა პეკინთან ურთიერთობებში მკვეთრი ტონი შეარბილოს“, – წერს გაზეთი.
გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სის ძირითადი გზავნილი ბაიდენისადმი სწორედ ის იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი რიტორიკა უნდა შეარბილოს.
თეთრ სახლს ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.