https://sputnik-georgia.com/20210909/baidenisa-da-putinis-samiti-ar-igegmeba-259455948.html
წყარო არ ადასტურებს: ბაიდენისა და პუტინის სამიტი არ იგეგმება
წყარო არ ადასტურებს: ბაიდენისა და პუტინის სამიტი არ იგეგმება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ახალი სამიტის სამზადისის შესახებ... 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T14:01+0400
2021-09-09T14:01+0400
2021-09-09T18:21+0400
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252043228_0:0:2975:1674_1920x0_80_0_0_c61e4d219634e062493a5885d119114b.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ახალი სამიტის სამზადისის შესახებ სიცრუეა, განუცხადა РИА Новости-ს დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ.მანამდე უკრაინულმა საინფორმაციო პორტალმა Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უახლოეს თვეებში ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის ახალი სამიტის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გამართულიყო. პორტალი ასევე ეყრდნობოდა შეერთებული შტატების დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროს.უფრო მეტიც, დასახელდა ის სავარაუდო თემებიც, რომლებიც აშშ-ის და რუსეთის ლიდერებს უნდა განეხილათ სამიტზე: სტრატეგიული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები, ასევე ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში არსებული სიტუაციები.
https://sputnik-georgia.com/20210909/baidenisa-da-putinis-axali-samiti-259452106.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252043228_3:0:2732:2047_1920x0_80_0_0_a7c304088469cb5c71b26c072eae53bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ
წყარო არ ადასტურებს: ბაიდენისა და პუტინის სამიტი არ იგეგმება
14:01 09.09.2021 (განახლებულია: 18:21 09.09.2021) თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ახალი სამიტის სამზადისის შესახებ სიცრუეა, განუცხადა
РИА Новости-ს დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ.
„თქვენ რა, უკრაინულ საინფორმაციო რესურსებს ენდობით? მე — არა, ეს ფეიკია“, — განუცხადა მან სააგენტოს.
მანამდე უკრაინულმა საინფორმაციო პორტალმა Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უახლოეს თვეებში ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის ახალი სამიტის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გამართულიყო. პორტალი ასევე ეყრდნობოდა შეერთებული შტატების დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროს.
უფრო მეტიც, დასახელდა ის სავარაუდო თემებიც, რომლებიც აშშ-ის და რუსეთის ლიდერებს უნდა განეხილათ სამიტზე: სტრატეგიული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები, ასევე ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში არსებული სიტუაციები.