მარინა კალიურანდი: სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან

© AP Photo / Virginia Mayoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატის მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს წევრებთან შეხვედრისას საქართველოში პროვოკაციებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

„სააკაშვილს მოვუწოდე, პროვოკაციებს თავი აარიდოს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ OSCE/ODIHR-ის გადაწყვეტილებას პატივი სცეს", — დაწერა კალიურანდმა Twitter-ზე.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია. ამასთან, აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ღარიბაშვილი: სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, მას დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0