https://sputnik-georgia.com/20210914/garibashvili-saakashvili-xalxis-winaagmdeg-ibrzvis-259592467.html
ღარიბაშვილი: სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს
ღარიბაშვილი: სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს
Sputnik საქართველო
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T18:19+0400
2021-09-14T18:19+0400
2021-09-14T22:39+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558958_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_fc1d6fb7e80b21349ca032bdd26af462.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამარცხდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის აპირებს.მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებს და სინამდვილეში სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავს. ხოლო თუ იგი მაინც დაბრუნდება, პრემიერმა პირდაპირ აეროპორტში მისი დაკავების პირობა დადო. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა და მისმა „მაფიოზურმა ბანდამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო დანაშაულები ჩაიდინეს.მისი თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, რომლის გამარჯვებაშიც მას ეჭვი არ ეპარება, „ყველა გამყიდველსა და მტერს“ ღირსეულ პასუხს გასცემს.ამავე დროს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება განხორციელდა, ღარიბაშვილმა ისტორიული უწოდა.სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20210914/ramdeni-adamiani-elodeba-saakashvilis-dabrunebas-259582615.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558958_140:0:1371:923_1920x0_80_0_0_70b497db1ac0ff54242ff1a2de2c11c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილი: სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს
18:19 14.09.2021 (განახლებულია: 22:39 14.09.2021) 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამარცხდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის აპირებს.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებს და სინამდვილეში სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავს. ხოლო თუ იგი მაინც დაბრუნდება, პრემიერმა პირდაპირ აეროპორტში მისი დაკავების პირობა დადო.
14 სექტემბერი 2021, 14:17
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა და მისმა „მაფიოზურმა ბანდამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო დანაშაულები ჩაიდინეს.
„სამხუხაროდ, ეს დღემდე გრძელდება. თუ დღეს რამე ხდება, ეს არის პირდაპირი ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ზედიზედ 9 წელია ჩვენი ხალხი ითმენს ამ ომს, უმსგავსობას, რაც მათი ტელეკომპანიებიდან მოდის. ეს არის ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელშიც ისინი 2 ოქტომბერს კვლავ მარცხს განიცდიან“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, რომლის გამარჯვებაშიც მას ეჭვი არ ეპარება, „ყველა გამყიდველსა და მტერს“ ღირსეულ პასუხს გასცემს.
ამავე დროს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება განხორციელდა, ღარიბაშვილმა ისტორიული უწოდა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.