https://sputnik-georgia.com/20210914/ramdeni-adamiani-elodeba-saakashvilis-dabrunebas-259582615.html
რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას: თაკო ჩარკვიანის მონაცემები
რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას: თაკო ჩარკვიანის მონაცემები
Sputnik საქართველო
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T14:17+0400
2021-09-14T14:17+0400
2021-09-14T22:00+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251054789_0:102:3029:1806_1920x0_80_0_0_5e66796ad11c9f34b67631ef464c8924.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებისთვის დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე 41 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, განაცხადა ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და სახალხო მოძრაობის ინიციატორმა თაკო ჩარკვიანმა.2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია. ამასთან, აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“. ამის შემდეგ თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა.„სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნების მოძრაობა სულ ახლახან გაჩნდა. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.დეპუტატის თქმით, სააკაშვილის რანგის პოლიტიკოსის დევნა არასწორია.„ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი რეფორმები არ გაუტარებია, მაგრამ ააშენა სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვამზადებთ წერილს, რომელიც მიეწოდება დასავლურ ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, რათა მათ გაიგონ, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელშიც ამდენი ადამიანი გაწევრიანდა“, – განაცხადა ჩარკვიანმა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, მას დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ.სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტი შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20210910/mixeil-saakashvilis-dasabruneblad-tako-charkviani-organizacias-apuznebs-259502008.html
https://sputnik-georgia.com/20210913/mixeil-saakasvilma-samxedroebs-mimarta-259560054.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251054789_244:0:2785:1906_1920x0_80_0_0_2f37627359d06d50dcd551d76fcc679f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას: თაკო ჩარკვიანის მონაცემები
14:17 14.09.2021 (განახლებულია: 22:00 14.09.2021) 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებისთვის დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე 41 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, განაცხადა ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და სახალხო მოძრაობის ინიციატორმა თაკო ჩარკვიანმა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია. ამასთან, აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“.
10 სექტემბერი 2021, 16:49
ამის შემდეგ თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა.
„სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნების მოძრაობა სულ ახლახან გაჩნდა. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილის რანგის პოლიტიკოსის დევნა არასწორია.
„ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი რეფორმები არ გაუტარებია, მაგრამ ააშენა სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვამზადებთ წერილს, რომელიც მიეწოდება დასავლურ ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, რათა მათ გაიგონ, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელშიც ამდენი ადამიანი გაწევრიანდა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
13 სექტემბერი 2021, 18:02
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, მას დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტი შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.