https://sputnik-georgia.com/20210915/gadavarda-tu-gadaagdes-levan-ablotia-qarelsi-momxdari-incidentis-mdinarazis-versia-259631240.html
გადავარდა თუ გადააგდეს ლევან აბლოთია: ქარელში მომხდარი ინციდენტის მდინარაძის ვერსია
გადავარდა თუ გადააგდეს ლევან აბლოთია: ქარელში მომხდარი ინციდენტის მდინარაძის ვერსია
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ინტერვიუს ჩასაწერად მისულ გადამღებ ჯგუფს მართველი პარტიის აქტივისტები ფიზიკურად... 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T23:25+0400
2021-09-15T23:25+0400
2021-09-16T00:02+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ბინძური სპეკულაცია – ასე შეაფასა ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბიდან ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას გადავარდნის ფაქტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.საღამოს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მამუკა მდინარაძის ვერსიით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია და მისი ოპერატორი ლევან აბლოთია მივიდნენ ქარელის შტაბში, სადაც ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ქარელის მერობის კანდიდატს და შტაბის წარმომადგენელს. „მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ. ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, ხოლო რაც შეეხება მომხდარ ინცინდენტს, ამას პოლიცია დეტალურად გამოიძიებს. „ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც „მთავარი არხის“ ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი თავიდან ქარელში, კლინიკა „ევექსში“, შემდეგ კი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში გადაიყვანეს.ქარელის საავადმყოფოში დაშავებული თანამშრომელი არხის ხელმძღვანელმაც მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია კლინიკის შენობაში კარებიდან არ შეუშვეს და მას კლინიკაში შესვლა ფანჯრიდან მოუწია. „მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს", – განაცხადა „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მას შემდეგ, რაც ოპერატორი მოინახულა. მედიის ინფორმაციით, „მთავარის“ გადამღები ჯგუფი დღეს ჩავიდა ქარელში მერობის კანდიდატის ჩასაწერად, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა. ჟურნალისტ ბექა ყორშიას განცხადებით, ოპერატორი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მეორე სართულიდან ნადვილად გადააგდეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ვინმე დაკავებული. შსს-ს პრეს-სამსახურში „Sputnik-საქართველოს“ აცნობეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს უახლოეს დროში გააკეთებენ.
https://sputnik-georgia.com/20210915/mtavari-arxis-operatori-qartuli-ocnebis-ofisis-fanjridan-gadavarda-259626016.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები
შემთხვევები, ახალი ამბები
გადავარდა თუ გადააგდეს ლევან აბლოთია: ქარელში მომხდარი ინციდენტის მდინარაძის ვერსია
23:25 15.09.2021 (განახლებულია: 00:02 16.09.2021) ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ინტერვიუს ჩასაწერად მისულ გადამღებ ჯგუფს მართველი პარტიის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ოპოზიციური არხის ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ბინძური სპეკულაცია – ასე შეაფასა ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბიდან ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას გადავარდნის ფაქტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ
ბრიფინგზე.
„ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საღამოს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა და პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის ვერსიით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია და მისი ოპერატორი ლევან აბლოთია მივიდნენ ქარელის შტაბში, სადაც ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ქარელის მერობის კანდიდატს და შტაბის წარმომადგენელს.
„მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ. ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
15 სექტემბერი 2021, 20:11
მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, ხოლო რაც შეეხება მომხდარ ინცინდენტს, ამას პოლიცია დეტალურად გამოიძიებს.
„ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც „მთავარი არხის“ ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი თავიდან ქარელში, კლინიკა „ევექსში“, შემდეგ კი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში გადაიყვანეს.
ქარელის საავადმყოფოში დაშავებული თანამშრომელი არხის ხელმძღვანელმაც მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია კლინიკის შენობაში კარებიდან არ შეუშვეს და მას კლინიკაში შესვლა ფანჯრიდან მოუწია.
„მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს", – განაცხადა „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მას შემდეგ, რაც ოპერატორი მოინახულა.
მედიის ინფორმაციით, „მთავარის“ გადამღები ჯგუფი დღეს ჩავიდა ქარელში მერობის კანდიდატის ჩასაწერად, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა. ჟურნალისტ ბექა ყორშიას განცხადებით, ოპერატორი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მეორე სართულიდან ნადვილად გადააგდეს.
„ზაზა გულიაშვილთან (მერობის კანდიდატი - რედ.) მივედით „ქართული ოცნების“ შტაბში ქარელში. თავიდანვე ძალიან აგრესიულად შეგვეგებნენ, იყო გაწევ-გამოწევა. ყველაფერი გადაღებულია... იქიდან მართლა გადმოისროლეს... პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან... ჩემზეც მოხდა ფიზიკური ზეწოლა“, – განაცხადა ყორშიამ „მთავარის“ ეთერში.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ვინმე დაკავებული. შსს-ს პრეს-სამსახურში „Sputnik-საქართველოს“ აცნობეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს უახლოეს დროში გააკეთებენ.