„მთავარი არხის" ოპერატორი ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
დაშავებული ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ გვარამია საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.
ლევან აბლოთია საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაჰყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს“, – დაწერა გვარამიამ.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0