„მკვდარი სულები“ ამომრჩეველთა სიაში: ცესკო ვითარებას განმარტავს

© Sputnik / STRINGERამომრჩევლის რეგისტრაცია არჩევნებზე
ამომრჩევლის რეგისტრაცია არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
საქართველოს ცესკო 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა განახლებულ სიას ამზადებს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა განახლებულ სიას 15 სექტემბერს გადასცემს, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა გუშინ ამოიწურა. მას შემდეგ, რაც ცესკო განახლებულ მონაცემებს მიიღებს, მათ საფუძველზე შედგება ამომრჩევლის ერთიანი სია ადგილობრივი არჩევნებისთვის.

„გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახოთ, საბოლოო ჯამში ვინ დარჩა ამ სიაში. ვგულისხმობ გარდაცვლილ პირებს, რომელთა ამოღება მოხდა და რომელთა სახელები და გვარებიც ჩვენ ისევ შეგვხვდება სიაში. სამწუხაროდ, ასეთი პირები კვლავ იარსებებენ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სიებიდან ამოღებას. გარდაცვალების ფაქტი უნდა იყოს დაფიქსირებული შესაბამის უწყებებში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, თუ რეალურად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და არ დგინდება, რომ პირი ნამდვილად გარდაცვლილია, მისი ამოღება სიიდან ვერ მოხდება.
„ამიტომაც არსებობს, ჩემი აზრით, გარკვეული მანიპულაციები საკითხზე, რომელიც უკავშირდება გარდაცვლილ პირთა ყოფნას სიაში“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ცესკო: იწურება ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადა
მისი თქმით, საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით ცესკოს რამდენიმე არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიმართა და ამომრჩეველთა სიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითხოვეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0