ცესკო: იწურება ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადა

ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ამომრჩევლებს თავიანთი მონაცემების შემოწმება შეუძლიათ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე, ისე საარჩევნო საუბნო კომისიებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
სიაში ცვლილებების შეტანაზე განაცხადის შეტანის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება.
„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო უბანი რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ვინ სად არის ჩაწერილი? ცესკო 2021 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მისამართებს ადგენს
მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე cesko.ge ან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეიძლება ასევე ინფორმაციის მიღება ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 დარეკვით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკოს განახლებულ მონაცემებს 15 სექტემბერს გადასცემს. ამის საფუძველზე შედგება ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური