https://sputnik-georgia.com/20210914/tata-qatamadze-259590203.html
ცხოვრების რუტინას რომ არ შეეგუო: ბალერინა და ბლოგერი, რომელიც ყველა ვოიაჟს ცეკვას უძღვნის
ცხოვრების რუტინას რომ არ შეეგუო: ბალერინა და ბლოგერი, რომელიც ყველა ვოიაჟს ცეკვას უძღვნის
Sputnik საქართველო
„ვმოგზაურობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვცხოვრობ, რომ ვიმოგზაურო - სულ ეს პეპლებია... ჩემი ცხოვრება პირველივე მოგზაურობიდან გახდა მშვენიერი“ – ეს პროფესიონალი... 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T16:37+0400
2021-09-14T16:37+0400
2021-09-14T21:00+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546819_0:67:1755:1054_1920x0_80_0_0_62edee0744159ef22b388a336f424d1b.jpg
საქართველოს საბალეტო დასის მსახიობს ბევრ ისეთ თანამედროვე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაზეც ყველა ბალერინა ოცნებობს. ბოლო დროს სცენური ემოცია მოგზაურობით გამოწვეული სიხარულით ჩაანაცვლა. თუმცა საბოლოოდ ვერა, რადგან საამისოდ გამოსახვის ახალ ფორმას მიაგნო: ყოველი მოგზაურობის დროს იღებს ვიდეოს, სადაც მორიგ ვოიაჟს ცეკვას უძღვნის. უკვე 26 ქვეყანაში იმოგზაურა და აქვს „მოგზაურობის ხელოვნების გვერდი“, სადაც მსურველებს ბლოგების სახით საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს.- ტატა, ალბათ როგორც ბევრი გოგონა, ბალერინობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?- როცა ათი წლის ვიყავი, ჩემმა დამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიმიყვანა. ის ჟურნალისტი იყო და სიუჟეტს ამზადებდა. მახსოვს, იქ შესვლისთანავე ჩემთვის ყველაფერი როგორ შეიცვალა. დამავიწყდა ვინ ვარ და მანამდე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მთელი გონება ყირაზე დადგა. დარბაზებიდან გამოსული მუსიკის ხმა, გადაწეული თმები, გაჭიმული ფეხები, სიფრიფანა გოგონები. ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია. მივხვდი, რომ ცხოვრებაში სხვა არაფრის კეთება აღარ მინდოდა და იმ წუთდან აღარც მაინტერესებდა – ეს სამყარო ჩემი უნდა გამხდარიყო!..- ამ სამყარომ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?- ჩემი სცენური ცხოვრება ბალეტის სამყაროში სასწავლებლიდან იწყება. დიდ სპექტაკლებში პატარა როლებით მონაწილეობ. ამის მერე უკვე შენი ბავშვობა განსხვავდება სხვებისგან, შენი თამაში - შრომაა, დღეს და ღამეს საკუთარ თავზე მუშაობაში ატარებ, რადგან სხეული ახლიდან გაქვს გამოსაძერწი. თანაც, იმას სწავლობ, რომ შეუძლებელი, თურმე, არაფერია.- რომელია სპექტაკლი, სადაც ფიქრობთ, რომ ყველაზე საოცნებო როლი შეასრულეთ?- პირადად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და აღსანიშნავი როლები ირჟი კილიანის სპექტაკლებში Falling Angels და Six Dances მაქვს შესრულებული. ეს ამ საუკუნის გენიალური, თანამედროვე ბალეტებია, რომელში მონაწილეობაზეც ყველა ბალერინა ოცნებობს მთელ მსოფლიოში. იღბლიანად მივიჩნევ საკუთარ თავს, რადგან წილად მხვდა ასეთი დიდი ბედნიერება. სწორედ საქართველოს საბალეტო დასში მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ბრწყინვალე დადგმებში მიმეღო მონაწილეობა. ირჟი კილიანის ბალეტებს ბევრი წარმატებული გასტროლი უკავშირდება იაპონიის, ევროპისა და ამერიკის არაერთი ქალაქის ცნობილ სცენაზე.- ერთ დღესაც წარმატებული ბალერინა ბლოგერი გახდა...- მთლად ბლოგერობას ვერ დავარქმევ იმას, რასაც ვაკეთებ. მახსოვს ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა გადაცემა მოგზაურობაზე ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ხეტიალი ჩემსავით უყვარს. პანდემიამ ბევრი ოცნება შეაფერხა და სულ ისე რომ არ დავრჩენილიყავი, ბავშვობის ოცნებებზე გადასვლა ვარჩიე. გულწრფელი ენთუზიაზმით შევუდექი საქმიანობას და ერთ დღესაც კამერასთან პირისპირ აღმოვჩნდი...- პანდემია თქვენ შემთხვევაში გახდა გარკვეული სტიმულის მომცემი?- დიახ, პანდემიამ მომცა იმის ბიძგი, რომ ჩემი გატაცებები – მოგზაურობა და წერა გამეერთიანებინა ჩემს პროფესიებთან – ცეკვასა და რეჟისურასთან. ამ სინთეზის შედეგად დაიბადა Tataka Travel Poetry „ინსტაგრამზე“. ეს უფრო ხელოვნების გვერდია, სადაც ჩემი პატარ-პატარა, შემოქმედებითი ენერგიის გაზიარება ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს. არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რისკენაც ვისწრაფვი, ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა. ბევრი ფიქრი არ მიყვარს, არც მოთმინების უნარით გამოვირჩევი. ამიტომაც არასდროს არაფერს ველოდები. უბრალოდ მჯერა, რომ სურვილს არანორმალურად დიდი ძალა აქვს და ყველაფერს შეგაძლებინებს.- ამბობენ, ცხოვრება იმითაა მშვენიერი, რომ შეგიძლია იმოგზაუროო, რამდენ ქვეყანაში მოგზაურობით გახდა თქვენი ცხოვრება მშვენიერი?- მე ვმოგზაურობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვცხოვრობ, რომ ვიმოგზაურო - სულ ეს პეპლებია... ცხოვრება პირველივე მოგზაურობიდან გახდა მშვენიერი. დღეს უკვე 26 ქვეყანაში და 105 ქალაქში ვარ ნამყოფი, თუმცა ციფრებს მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ვინ და როგორი დაბრუნდები იქიდან. ჩემთვის ქვეყნიდან თითოეული გასვლა განათლების და განვითარების წყაროა. დასასვენებლად, მგონი, არც ერთი შვებულება არ გამომიყენებია. ერთხელ იყო - პირველი და უკანასკნელი ათდღიანი All-inclusive თურქეთში. დანარჩენი სულ აღმოჩენები და თავგადასავლებია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე პირველად იაპონიამ მოახდინა, ბოლოს – ტანზანიამ.- „მთავარია არა სად იმოგზაურებ, არამედ ვისთან ერთად“. ვიცი, რომ მოგზაურობთ მეგობართან ერთად, ვინც ამ ულამაზეს ვიდეოებს გიღებთ...- უკვე ტრადიციად მექცა: როცა ვმოგზაურობ, მცირე Dance Performance ვუძღვნი ხოლმე იმ ქალაქს, სადაც ვმოგზაურობ. მე მყავს განსაკუთრებული მეგობარი, ვინც ძალიან დამეხმარა ჩემი „ერთი მსახიობის თეატრის" ჩამოყალიბებაში. ამ ლამაზი ვიდეოების ოპერატორი, დათკა, ის ადამიანია, ვინც პირველად დაიჭირა ხელში კამერა, როდესაც ვიდეოს გადაღება გადავწყვიტეთ. გაოცებული დავრჩი მისი ნამუშევრით, როდესაც მასალა ვნახე. მას შემდეგ ისე გაგვიტაცა ამ პროცესმა, რომ ყველა მოგზაურობის დროს ერთ დღეს გადაღებას ვუთმობთ. ამას შემოქმედებით გასვლას ვეძახით. როდესაც უცხო ქვეყანაში ადამიანებს ვიცნობთ და გვეკითხებიან, ვინ ვართ პროფესიით, დათკას პასუხი ასეთია: Tata is Director, I am cameraman. მოკლედ, ერთად გუნდი ვართ. ორად–ორი მატერიალური რამ, რაც გამაჩნია: კამერა, რომლითაც ვიღებ და ლეპტოპი, რომლითაც ვამონტაჟებ. დანარჩენი, რასაც ვაგროვებ – ადამიანები და თავგადასავლებია.- ყველა ამ ვიდეოში ულამაზესად ცეკვავთ. მაინტერესებს, რა არის ეს - მოგზაურობით გამოწვეული ემოციის ცეკვით გადმოცემის სურვილი თუ ამ გზით სცენის ნოსტალგიას იქარვებთ?- ახლა, როცა მკითხეთ, პირველად დავფიქრდი, არის თუ არა ეს ნოსტალგიით გამოწვეული? მგონი, არის. რთულია, ცხოვრობდეს შენში ბალერინა და ეს არაფერში გამომჟღავნდეს. არ არის ამისთვის აუცილებელი, რომ ყოველთვის იცეკვო. მაგალითად, როდესაც კამერით ვიღებ ან, თუნდაც, „ექსელში“ ბიუჯეტს ვაკეთებ, ჩემს ხელებს ხშირად „უგრძვნიათ“ მუსიკა, რომელიც მერე თითებსა და ტანს გადაეცემა...- ერთ ბლოგში წერთ – „მე მჯერა, რომ მთავარი მოუსვენრობა და გადაადგილებაა“, პანდემიის დროს რამდენად მოახერხეთ ეს?- სწორედ პანდემიის დროს მივხვდი ამ მოუსვენრობისა და გადაადგილების მნიშვნელობას ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ერთ ადგილზე უბრალოდ ვერ ვჩერდები და არაფერი გამომდის. მხოლოდ მოძრაობაში მიაგნებ სამყაროს საიდუმლოებების საცავებს. როგორც კი ინტერესდები, მაშინვე იბადება ახალი სურვილები და მათი ასრულებისთვის ყველანაირ ბარიკადებს არღვევ. თუ არ მოძრაობ და მოუსვენარი ადამიანი არ ხარ, ცხოვრების რუტინას ეგუები და საკუთარ ვნებებს შორდები...
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546819_0:0:1561:1171_1920x0_80_0_0_c397a0343201f9943a6a6a6a14e87c53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , საქართველო
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , საქართველო
ცხოვრების რუტინას რომ არ შეეგუო: ბალერინა და ბლოგერი, რომელიც ყველა ვოიაჟს ცეკვას უძღვნის
16:37 14.09.2021 (განახლებულია: 21:00 14.09.2021) „ვმოგზაურობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვცხოვრობ, რომ ვიმოგზაურო - სულ ეს პეპლებია... ჩემი ცხოვრება პირველივე მოგზაურობიდან გახდა მშვენიერი“ – ეს პროფესიონალი ბალერინა და ბლოგერი ტატა ქათამაძეა.
საქართველოს საბალეტო დასის მსახიობს ბევრ ისეთ თანამედროვე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაზეც ყველა ბალერინა ოცნებობს. ბოლო დროს სცენური ემოცია მოგზაურობით გამოწვეული სიხარულით ჩაანაცვლა. თუმცა საბოლოოდ ვერა, რადგან საამისოდ გამოსახვის ახალ ფორმას მიაგნო: ყოველი მოგზაურობის დროს იღებს ვიდეოს, სადაც მორიგ ვოიაჟს ცეკვას უძღვნის. უკვე 26 ქვეყანაში იმოგზაურა და აქვს „მოგზაურობის ხელოვნების გვერდი“, სადაც მსურველებს ბლოგების სახით საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
- ტატა, ალბათ როგორც ბევრი გოგონა, ბალერინობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?
- როცა ათი წლის ვიყავი, ჩემმა დამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიმიყვანა. ის ჟურნალისტი იყო და სიუჟეტს ამზადებდა. მახსოვს, იქ შესვლისთანავე ჩემთვის ყველაფერი როგორ შეიცვალა. დამავიწყდა ვინ ვარ და მანამდე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მთელი გონება ყირაზე დადგა. დარბაზებიდან გამოსული მუსიკის ხმა, გადაწეული თმები, გაჭიმული ფეხები, სიფრიფანა გოგონები. ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია. მივხვდი, რომ ცხოვრებაში სხვა არაფრის კეთება აღარ მინდოდა და იმ წუთდან აღარც მაინტერესებდა – ეს სამყარო ჩემი უნდა გამხდარიყო!..
- ამ სამყარომ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- ჩემი სცენური ცხოვრება ბალეტის სამყაროში სასწავლებლიდან იწყება. დიდ სპექტაკლებში პატარა როლებით მონაწილეობ. ამის მერე უკვე შენი ბავშვობა განსხვავდება სხვებისგან, შენი თამაში - შრომაა, დღეს და ღამეს საკუთარ თავზე მუშაობაში ატარებ, რადგან სხეული ახლიდან გაქვს გამოსაძერწი. თანაც, იმას სწავლობ, რომ შეუძლებელი, თურმე, არაფერია.
- რომელია სპექტაკლი, სადაც ფიქრობთ, რომ ყველაზე საოცნებო როლი შეასრულეთ?
- პირადად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და აღსანიშნავი როლები ირჟი კილიანის სპექტაკლებში Falling Angels და Six Dances მაქვს შესრულებული. ეს ამ საუკუნის გენიალური, თანამედროვე ბალეტებია, რომელში მონაწილეობაზეც ყველა ბალერინა ოცნებობს მთელ მსოფლიოში. იღბლიანად მივიჩნევ საკუთარ თავს, რადგან წილად მხვდა ასეთი დიდი ბედნიერება. სწორედ საქართველოს საბალეტო დასში მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ბრწყინვალე დადგმებში მიმეღო მონაწილეობა. ირჟი კილიანის ბალეტებს ბევრი წარმატებული გასტროლი უკავშირდება იაპონიის, ევროპისა და ამერიკის არაერთი ქალაქის ცნობილ სცენაზე.
- ერთ დღესაც წარმატებული ბალერინა ბლოგერი გახდა...
- მთლად ბლოგერობას ვერ დავარქმევ იმას, რასაც ვაკეთებ. მახსოვს ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა გადაცემა მოგზაურობაზე ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ხეტიალი ჩემსავით უყვარს. პანდემიამ ბევრი ოცნება შეაფერხა და სულ ისე რომ არ დავრჩენილიყავი, ბავშვობის ოცნებებზე გადასვლა ვარჩიე. გულწრფელი ენთუზიაზმით შევუდექი საქმიანობას და ერთ დღესაც კამერასთან პირისპირ აღმოვჩნდი...
- პანდემია თქვენ შემთხვევაში გახდა გარკვეული სტიმულის მომცემი?
- დიახ, პანდემიამ მომცა იმის ბიძგი, რომ ჩემი გატაცებები – მოგზაურობა და წერა გამეერთიანებინა ჩემს პროფესიებთან – ცეკვასა და რეჟისურასთან. ამ სინთეზის შედეგად დაიბადა Tataka Travel Poetry „ინსტაგრამზე“. ეს უფრო ხელოვნების გვერდია, სადაც ჩემი პატარ-პატარა, შემოქმედებითი ენერგიის გაზიარება ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს. არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რისკენაც ვისწრაფვი, ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა. ბევრი ფიქრი არ მიყვარს, არც მოთმინების უნარით გამოვირჩევი. ამიტომაც არასდროს არაფერს ველოდები. უბრალოდ მჯერა, რომ სურვილს არანორმალურად დიდი ძალა აქვს და ყველაფერს შეგაძლებინებს.
- ამბობენ, ცხოვრება იმითაა მშვენიერი, რომ შეგიძლია იმოგზაუროო, რამდენ ქვეყანაში მოგზაურობით გახდა თქვენი ცხოვრება მშვენიერი?
- მე ვმოგზაურობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო და ვცხოვრობ, რომ ვიმოგზაურო - სულ ეს პეპლებია... ცხოვრება პირველივე მოგზაურობიდან გახდა მშვენიერი. დღეს უკვე 26 ქვეყანაში და 105 ქალაქში ვარ ნამყოფი, თუმცა ციფრებს მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ვინ და როგორი დაბრუნდები იქიდან. ჩემთვის ქვეყნიდან თითოეული გასვლა განათლების და განვითარების წყაროა. დასასვენებლად, მგონი, არც ერთი შვებულება არ გამომიყენებია. ერთხელ იყო - პირველი და უკანასკნელი ათდღიანი All-inclusive თურქეთში. დანარჩენი სულ აღმოჩენები და თავგადასავლებია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე პირველად იაპონიამ მოახდინა, ბოლოს – ტანზანიამ.
- „მთავარია არა სად იმოგზაურებ, არამედ ვისთან ერთად“. ვიცი, რომ მოგზაურობთ მეგობართან ერთად, ვინც ამ ულამაზეს ვიდეოებს გიღებთ...
- უკვე ტრადიციად მექცა: როცა ვმოგზაურობ, მცირე Dance Performance ვუძღვნი ხოლმე იმ ქალაქს, სადაც ვმოგზაურობ. მე მყავს განსაკუთრებული მეგობარი, ვინც ძალიან დამეხმარა ჩემი „ერთი მსახიობის თეატრის" ჩამოყალიბებაში. ამ ლამაზი ვიდეოების ოპერატორი, დათკა, ის ადამიანია, ვინც პირველად დაიჭირა ხელში კამერა, როდესაც ვიდეოს გადაღება გადავწყვიტეთ. გაოცებული დავრჩი მისი ნამუშევრით, როდესაც მასალა ვნახე. მას შემდეგ ისე გაგვიტაცა ამ პროცესმა, რომ ყველა მოგზაურობის დროს ერთ დღეს გადაღებას ვუთმობთ. ამას შემოქმედებით გასვლას ვეძახით. როდესაც უცხო ქვეყანაში ადამიანებს ვიცნობთ და გვეკითხებიან, ვინ ვართ პროფესიით, დათკას პასუხი ასეთია: Tata is Director, I am cameraman. მოკლედ, ერთად გუნდი ვართ. ორად–ორი მატერიალური რამ, რაც გამაჩნია: კამერა, რომლითაც ვიღებ და ლეპტოპი, რომლითაც ვამონტაჟებ. დანარჩენი, რასაც ვაგროვებ – ადამიანები და თავგადასავლებია.
- ყველა ამ ვიდეოში ულამაზესად ცეკვავთ. მაინტერესებს, რა არის ეს - მოგზაურობით გამოწვეული ემოციის ცეკვით გადმოცემის სურვილი თუ ამ გზით სცენის ნოსტალგიას იქარვებთ?
- ახლა, როცა მკითხეთ, პირველად დავფიქრდი, არის თუ არა ეს ნოსტალგიით გამოწვეული? მგონი, არის. რთულია, ცხოვრობდეს შენში ბალერინა და ეს არაფერში გამომჟღავნდეს. არ არის ამისთვის აუცილებელი, რომ ყოველთვის იცეკვო. მაგალითად, როდესაც კამერით ვიღებ ან, თუნდაც, „ექსელში“ ბიუჯეტს ვაკეთებ, ჩემს ხელებს ხშირად „უგრძვნიათ“ მუსიკა, რომელიც მერე თითებსა და ტანს გადაეცემა...
- ერთ ბლოგში წერთ – „მე მჯერა, რომ მთავარი მოუსვენრობა და გადაადგილებაა“, პანდემიის დროს რამდენად მოახერხეთ ეს?
- სწორედ პანდემიის დროს მივხვდი ამ მოუსვენრობისა და გადაადგილების მნიშვნელობას ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ერთ ადგილზე უბრალოდ ვერ ვჩერდები და არაფერი გამომდის. მხოლოდ მოძრაობაში მიაგნებ სამყაროს საიდუმლოებების საცავებს. როგორც კი ინტერესდები, მაშინვე იბადება ახალი სურვილები და მათი ასრულებისთვის ყველანაირ ბარიკადებს არღვევ. თუ არ მოძრაობ და მოუსვენარი ადამიანი არ ხარ, ცხოვრების რუტინას ეგუები და საკუთარ ვნებებს შორდები...