როგორ ვაქციოთ ნაგავი ფულად

© Sputnik / Alex ShlamovМусорная свалка в поселке Лило. Из серии "Журналист меняет профессию - мусорщик"
Мусорная свалка в поселке Лило. Из серии Журналист меняет профессию - мусорщик - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
დედაქალაქის ნაგავსაყრელებზე გადაყრილი პლასტმასის ბოთლები, რომლებიც საფრთხეს გარემოსაც უქმნის, შესაძლებელია ქვეყნის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ.
თბილისში გამოყენებული პლასტმასის ბოთლების გადამამუშავებელი ქარხანა თუ აშენდება, გარემოც ნაკლებად დაბინძურება და ბიუჯეტიც მეტად შეივსება, მიაჩნია ეკონომისტ ირაკლი თედორაძეს.
© Facebook / Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ირაკლი თედორაძე
მოსახლეობის მიერ გადაყრილი პლასტმასის ბოთლები გლდანისა და ლილოს ნაგავსაყრელებზე იყრის თავს.

„დედაქალაქის ნაგავსაყრელებზე გადაყრილი ნებისმიერი ტიპის პლასტმასის შემცველი ნაგვის გადამუშავებით ახალი პლასტმასის ბოთლების წარმოებაა შესაძლებელი. ამისათვის კი საჭიროა მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რაც, ერთი მხრივ, მოაგვარებს გარემოს დაბინძურების პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანს“, – აღნიშნა ირაკლი თედორაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

საქართველოში პლასტმასის ბოთლებს საკუთარი პროდუქციის ჩამოსასხმელად წყლის, ლიმონათის, ლუდისა თუ სხვა სასმელების მწარმოებელი ბევრი მსხვილი კომპანია იყენებს. მათ პლასტმასის ბოთლები უმეტესად ჩინეთიდან შემოაქვთ, რაც, რა თქმა უნდა, ხარჯებთან არის დაკავშირებული და აისახება კიდეც პროდუქტის საბოლოო ფასში.
„მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირების შემთხვევაში კი ყველა ადგილობრივი მსხვილი კომპანია, რომელსაც პლასტმასის ბოთლი სჭირდება, მათ შეძენას საქართველოშივე შეძლებს. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი ასეთი პროფილის საწარმო სამხრეთ კავკასიაში და შესაძლოა აქ ნაწარმოები პროდუქციით მეზობელ ქვეყნებშიც დაინტერესდნენ“, – აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.
ეს ორმაგად მომგებიანია, რადგან თბილისის ნაგავსაყრელებზე გადაყრილი პლასტმასის გადამუშავების შემთხვევაში ქალაქი ეკოლოგიისთვის ზიანის მომტანი ნარჩენებისგანაც გათავისუფლდება. როგორც ცნობილია, პლასტმასის ბუნებაში დაშლას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ზოგიერთ სახეობას – რამდენიმე ასეული წელიც კი.
ირაკლი თედორაძის ინფორმაციით, მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება. თუმცა სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯოს. დედაქალაქის მერიას შეუძლია ამ პროექტზე ტენდერი გამოაცხადოს და ინვესტიცია მოიზიდოს. ეს მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.
ლილოს ნაგავსაყრელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2019
ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება
ინვესტორი ამ პროექტით მარტო იმიტომაც შეიძლება დაინტერესდეს, რომ ნედლეული ფაქტიურად უფასო ექნება, ხოლო გასაღების ბაზარი – გარანტირებული.
„ბოთლების მომხმარებელ კომპანიებს ადგილზე წარმოებული ბოთლების შესყიდვა უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდე მათი იმპორტირება, რაც ინვესტორისთვის გარანტირებულ გასაღების ბაზარს ნიშნავს“, – განმარტა ეკონომისტმა.
მისი თქმით, დედაქალაქში მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ქარხნის არსებობა ხელსაყრელი იქნება იმ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც პურის ფულს ბოთლების ჩაბარებით შოულობენ. მათთვის შეიძლება ქუჩებში სპეციალური მიმღები აპარატების დადგმა, რაც განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა.
კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ეკოლოგიასაც წაადგება და ეკონომიკასაც, მეორადი საბურავების გადამამუშავებელი ქარხანაა.
როგორც ირაკლი თედორაძემ აღნიშნა, ბუნებაში საბურავის დაშლას სულ მცირე 50 წელი სჭირდება, მისი გადამუშავების შედეგად კი მიიღება კაუჩუკი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია შესაძლებელი.
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2017
თედორაძე: სადაც მოვინდომეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ყველგან ხანძარი გაჩნდა
„ქვეყანაში, მათ შორის, დასახლებულ პუნქტებში გზების უმეტეს ნაწილზე ასფალტის საფარია. ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის პირობებში ასფალტი მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. მეორადი საბურავების გადამამუშავებელი ქარხნის არსებობის შემთხვევაში კი ბევრგან ასფალტის ეკოლოგიურად სუფთა კაუჩუკით ჩანაცვლება იქნებოდა შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.
ამ შემთხვევაშიც ეს როგორც ეკოლოგიისთვის არის საგრძნობი შეღავათი, ისე ინვესტორისთვის არის გარანტირებული გასაღების ბაზარი და ფაქტობრივად უფასო ნედლეული.
„დედაქალაქის ქუჩების 70 პროცენტზე მეტი სარეაბილიტაციოა, რომ არაფერი ვთქვათ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ გზებზე, რომელთა დასაგებად საჭირო მასალა უცხოეთიდან ასტრონომიულ ფასად ჩამოგვაქვს“, – თქვა თედორაძემ.
ეკონომისტის გაანგარიშებით, ჯამში ამ ორივე ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 25 მილიონი ლარი დაჯდება. ეს თანხა იმაზე მეტი არაა, რისი გადახდაც შეიძლებოდა დაკისრებოდა თბილისის მერიას პირგასამტეხლოს სახით, მაგალითად მაშინ, როდესაც „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა. ამ საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადებით კი ბევრი ახალი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ნარჩენების გონივრული მართვა ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაცაა.
ნატა პატარაია
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური