თედორაძე: სადაც მოვინდომეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ყველგან ხანძარი გაჩნდა

© FB/ Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ბევრ კითხვას ბადებს, განაცხადა „ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს“ თავჯდომარემ ირაკლი თედორაძემ.
თედორაძე: სადაც მოვინდომეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ყველგან ხანძარი გაჩნდა

„ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი დასვამს კითხვას, თუ რატომ ხდება ისე, რომ სადაც მოვინდომეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ყველგან ეს პროცესი ღამე მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა დააჩქარა“, — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი კვირას, ღამით გაჩნდა. დაიწვა ბაზრობის ის ნაწილი, სადაც იყიდებოდა ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, საღებავები და სხვა ადვილადაალებადი მასალები. როგორც მეხანძრეებმა განმარტეს, ხანძართან ბრძოლა რთული იყო იმის გამო, რომ იწვოდა სწორედ ადვილადაალებადი ტექნიკური მასალები. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ ღამის სამ საათზე მოხერხდა. დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 2500 კვ. მ ფართობი ტერიტორია.

ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად ორი რჩება — ისინი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0