https://sputnik-georgia.com/20210914/megis-qardavas-saqartvelos-uaxloes-dreebsi-gadmoscemen-259594837.html
მეგის ქარდავას საქართველოს უახლოეს დღეებში გადმოსცემენ
მეგის ქარდავას საქართველოს უახლოეს დღეებში გადმოსცემენ
Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T19:40+0400
2021-09-14T19:40+0400
2021-09-14T22:52+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23534/75/235347565_0:0:2934:1651_1920x0_80_0_0_e2b43bbe3cc3ce87dc11b5fb2d6098d0.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში უახლოეს დღეებში მოხდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ. ინფორმაციას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს. უკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი მასზე ძებნა გამოცხადდა. საქართველოში ქარდავას არაერთი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ. საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა. კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
https://sputnik-georgia.com/20210913/rodis-moxdeba-megis-qardavas-eqstradicia-ukrainidan-advokati-259566156.html
https://sputnik-georgia.com/20210913/ukraineli-mosamartle-megis-qardavas-sakitxze-gardacvlili-ipoves-259540511.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23534/75/235347565_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_5643bf24ac1657b32c0689587b400ebf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, უკრაინა
მეგის ქარდავას საქართველოს უახლოეს დღეებში გადმოსცემენ
19:40 14.09.2021 (განახლებულია: 22:52 14.09.2021) კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში უახლოეს დღეებში მოხდება, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“. კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ.
ინფორმაციას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს.
13 სექტემბერი 2021, 20:52
უკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი მასზე ძებნა გამოცხადდა. საქართველოში ქარდავას არაერთი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ.
13 სექტემბერი 2021, 10:16
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.