https://sputnik-georgia.com/20210913/rodis-moxdeba-megis-qardavas-eqstradicia-ukrainidan-advokati-259566156.html
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადიცია უკრაინიდან - ადვოკატი
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადიცია უკრაინიდან - ადვოკატი
Sputnik საქართველო
ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიკურია და ხელოვნურადაა დაჩქარებული 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T20:52+0400
2021-09-13T20:52+0400
2021-09-13T20:52+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში უახლოეს ორ კვირაში განხორციელდება. განაცხადა ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატმა მაქსიმ სიჩენკომ.ქარდავას დაპატიმრებაუკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.11 სექტემბერს გაირკვა, რომ ქარდავა დაკავებულია და უკრაინის ხელისუფლება მზადაა მისი ექსტრადიციისთვის. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინელი მოსამართლის გარდაცვალებაზე, რომელიც ექსტრადიციის საქმეს იხილავდა. ვიტალი პისანეცის ცხედარი სოფელ პოგრებიში იპოვეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა.გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. უკრაინის პრესა არ გამორიცხავს, რომ ეს მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.ადვოკატის თქმით, 13 სექტემბრისთვის დანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, შედგა და მოსამართლემ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა.ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი მასზე ძებნა გამოცხადდა. საქართველოში ქარდავას არაერთი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ.საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
https://sputnik-georgia.com/20210913/ukraineli-mosamartle-megis-qardavas-sakitxze-gardacvlili-ipoves-259540511.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადიცია უკრაინიდან - ადვოკატი
ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიკურია და ხელოვნურადაა დაჩქარებული
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში უახლოეს ორ კვირაში განხორციელდება. განაცხადა ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატმა მაქსიმ სიჩენკომ.
უკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
11 სექტემბერს გაირკვა, რომ ქარდავა დაკავებულია და უკრაინის ხელისუფლება მზადაა მისი ექსტრადიციისთვის. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინელი მოსამართლის გარდაცვალებაზე, რომელიც ექსტრადიციის საქმეს იხილავდა. ვიტალი პისანეცის ცხედარი სოფელ პოგრებიში იპოვეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა.
13 სექტემბერი 2021, 10:16
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. უკრაინის პრესა არ გამორიცხავს, რომ ეს მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ადვოკატის თქმით, 13 სექტემბრისთვის დანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, შედგა და მოსამართლემ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროცედურა იყო ხელოვნურად დაჩქარებული და რომ უკრაინული სამართლებრივი რიგი ნორმები იგნორირებული იყო... არის ბრძანება მისი ექსტრადირების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან, რასაც ჩვენ ვასაჩივრებთ და სასამართლომ დღეს გადაწყვიტა, არ დააკმაყოფილოს ჩვენი საჩივარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება არის კანონიერი და შესაძლებელია მისი შესრულება“, – განაცხადა მაქსიმ სიჩენკომ „პირველ არხთან“ საუბრისას.
ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი მასზე ძებნა გამოცხადდა. საქართველოში ქარდავას არაერთი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ.
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.