Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია. გამვლელები პირბადეებით
ეპიდემია. გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.221-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 585.036-ს მიაღწია.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.221 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.167 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 498, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 339, შიდა ქართლი – 279, კახეთი – 272, აჭარა – 220, ქვემო ქართლი – 194, მცხეთა-მთიანეთი – 93, გურია – 71, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 548.951-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 54 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.287-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 27.772 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.882 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.428, აჭარაში – 664, იმერეთში – 1.046.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები
1.387 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 346 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 29, იმერეთში – 25. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.539 ადამიანი, მათ შორის 903 – თბილისში, 367 – აჭარაში. 20.351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 76, ხოლო აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22.999 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.221-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 585.036-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0