Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები

© AP Photo / Matthias Schraderტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 585.036-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 548.951 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.534.111 აცრა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.221-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 585.036-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 548.951 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.990), გარდაიცვალა – 8.287 (ბოლო 24 საათში – 54). კარანტინის რეჟიმშია 78, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.882 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.539 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 37.717 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24.507, PCR–ტესტით – 13.210.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,54%, ბოლო 14 დღის – 7,58%, ბოლო 7 დღის – 7,44%.
სულ ჩატარებულია 1.534.111 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.125 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0