ავთანდილ ხურციძე აშშ-ში საპატიმროს დღეს დატოვებს

© Pixabay / TayebMEZAHDIAციხე აშშ-ში
ციხე აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
ქართველი მოკრივე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს დღეს დატოვებს. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მოკრივემ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
ხურციძის განცხადებით, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზეზი საპატიმროში კარგი ყოფაქცევა და დისციპლინა გახდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ 42 წლის ავთანდილ ხურციძე სპორტული კარიერის გაგრძელებას გეგმავს.
ექვსი ქამრის მფლობელ ქართველ მოკრივეს 2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა შეუფარდა.
ციხე აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2018
ჩხუბი აშშ-ის ციხეში: ქართველი მოკრივე და რუსეთის მოქალაქე „კანონიერი ქურდი“ დაჭრეს
ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ-იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. ამ საქმეზე მაშინ სულ 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის მოქალაქე „კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში იყვნენ მხილებული. ხურციძესთან ერთად ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, რომელიც დაკავებიდან მალევე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
2018 წლის ივნისის ბოლოს ნიუ-იორკის სასამართლომ ხურციძე და შულაია რეკეტსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ შულაია და ხურციძე მონაწილეობდნენ რამდენიმე დანაშაულებრივ სქემაში, რაც მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ძარცვას, ნაქურდალის გასაღებას და თაღლითობას.
ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 2017 წლის 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
ყველა ახალი ამბავი
0