https://sputnik-georgia.com/20210914/arasrulwlovnebis-dachris-faqtze-14-wlis-mozardi-daakaves-259577206.html
პოლიციამ სამი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 14 წლის მოზარდი დააკავა
პოლიციამ სამი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 14 წლის მოზარდი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალდების მუხლი 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T12:49+0400
2021-09-14T12:49+0400
2021-09-14T16:56+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304989_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2b7103979582354b89ccc226be0ae788.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სამი არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა 13 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ 14 წლის და ორ 15 წლის მოზარდებს. პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდებს შორის გუშინ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა.გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210913/dapirispireba-mozardebs-shoris-259561902.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304989_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_001564ef32976bf37dbd584133477398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
პოლიციამ სამი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 14 წლის მოზარდი დააკავა
12:49 14.09.2021 (განახლებულია: 16:56 14.09.2021) ბრალდების მუხლი 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სამი არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს,
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა 13 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ 14 წლის და ორ 15 წლის მოზარდებს. პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
13 სექტემბერი 2021, 18:25
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდებს შორის გუშინ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.