https://sputnik-georgia.com/20210913/dapirispireba-mozardebs-shoris-259561902.html
მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა
მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა
Sputnik საქართველო
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T18:25+0400
2021-09-13T18:25+0400
2021-09-13T22:44+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/25/248512567_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_d2e728bc75c37c611c1895a109da22d3.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი სამი მოზარდის დაჭრით დასრულდა. „Sputnik–საქართველოს“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.შემთხვევა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ კლინიკაში შემოყვანილია ორი 15 წლის და ერთი 13 წლის მოზარდი, რომლებსაც ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. ამ ეტაპზე ჭრილობები შეფასდა როგორც ზედაპირული და ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებენ. შემდგომი მონიტორინგის და კვლევის მიზნით მოზარდები სტაციონარში დარჩებიან", – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/25/248512567_437:0:3168:2048_1920x0_80_0_0_40394c114576ca19264a51b19fa50a74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა
18:25 13.09.2021 (განახლებულია: 22:44 13.09.2021) შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი სამი მოზარდის დაჭრით დასრულდა. „
Sputnik–საქართველოს“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ კლინიკაში შემოყვანილია ორი 15 წლის და ერთი 13 წლის მოზარდი, რომლებსაც ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. ამ ეტაპზე ჭრილობები შეფასდა როგორც ზედაპირული და ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებენ. შემდგომი მონიტორინგის და კვლევის მიზნით მოზარდები სტაციონარში დარჩებიან", – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა ტელეკომპანია
Rustavi-2-ის ეთერში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.