Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვაქცინირებულთათვის StopCovid ლატარია იწყება: დეტალური ინფორმაცია

© Pixabay / jackmac34ლატარეა
ლატარეა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ლატარიის კომპანიას წვდომა ექნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული ყველა პირია იდენტიფიცირებული.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ლატარია დღეიდან იწყებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას ,,აიცერი და მოიგე".
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 13 სექტემბრამდე სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
ლატარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
აიცერი და მოიგე: ლატარიის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარამდეა
ვაქცინირებული პირების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.
კომპანიის ცნობით, პირველი აცრის ჩატარებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღეს კი მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.
ლატარიის გათამაშებები ვებ-გვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღიურად გაიმართება 12:00 საათზე, ყოველკვირეული – ორშაბათობით, 12:00 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება.
ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს. გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო გათამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი 100.000 ლარი იქნება.
გათამაშების ბილეთებს მოქალაქეები ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.
რესტორანში გაშლილი სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისის ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება
ვაქცინაციის დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, ვიდრე ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. თუმცა, თუ ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, იგი მონაწილეობას აღარ მიიღებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. თუ მოქალაქემ მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, იგი მხოლოდ შემაჯამებელ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
,,აიცერი და მოიგეს’’ ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NCDC-ს ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.stopcov.lotto.ge-ზე.
18 წლამდე აცრილი პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს. 1 ათას ლარამდე მოგების განაღდება მოხდება ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში, ხოლო ათას ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოქალაქეს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
12 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.491.371 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 303.483 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 31,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 593.944 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 20,8%. 12 სექტემბერს აიცრა 21.199 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0