https://sputnik-georgia.com/20210913/makarovi-da-tt-tbilissa-da-qutaisshi-3-piri-daakaves-259552121.html
„მაკაროვი", „ტტ“ და ხელყუმბარა – თბილისსა და ქუთაისში სამი პირი დააკავეს
„მაკაროვი", „ტტ“ და ხელყუმბარა – თბილისსა და ქუთაისში სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T14:49+0400
2021-09-13T14:49+0400
2021-09-13T19:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789447_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6117f94b0e9b48d721cde380576eb7c7.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. მისი ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო „მაკაროვისა" და „ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა. ასევე თბილისში დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომელსაც ავტომობილში აღმოაჩნდა კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა.გარდა ამისა, იმერეთის პოლიციამ ქუთაისში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210909/policiam-sami-piri-daakava-259459802.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789447_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_807200b645f3e98b73b7503a4413845d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
„მაკაროვი", „ტტ“ და ხელყუმბარა – თბილისსა და ქუთაისში სამი პირი დააკავეს
14:49 13.09.2021 (განახლებულია: 19:43 13.09.2021) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს,
იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 30 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. მისი ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო „მაკაროვისა" და „ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა.
ასევე თბილისში დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომელსაც ავტომობილში აღმოაჩნდა კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა.
გარდა ამისა, იმერეთის პოლიციამ ქუთაისში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.