https://sputnik-georgia.com/20210909/policiam-sami-piri-daakava-259459802.html
პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო: დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო: დაკავებულია სამი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T16:37+0400
2021-09-09T16:37+0400
2021-09-09T19:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24108/70/241087039_3:0:1022:573_1920x0_80_0_0_69c2ed13c49cb4b7bf515e484601dd7d.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია ბორჯომის, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.ბრალდებულთა ასაკი 30-დან 56 წლამდეა, მათგან ორს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება, მესამეს კი იარაღის შეძენა–შენახვა ედება ბრალად. ლენტეხში 56 წლის მამაკაცის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკს“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, „კარაბინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.წყალტუბოში პოლიციამ იარაღი 30 წლის მამაკაცის ავტომობილში იპოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკ–45“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.ბორჯომში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 39 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია CZ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210807/iaraRis-Senaxva-gadatanis-wesebi-Seicvala-252527966.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24108/70/241087039_130:0:894:573_1920x0_80_0_0_072802aa333160a78333a969edd3d390.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო: დაკავებულია სამი პირი
16:37 09.09.2021 (განახლებულია: 19:45 09.09.2021) დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა,
ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია ბორჯომის, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
ბრალდებულთა ასაკი 30-დან 56 წლამდეა, მათგან ორს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება, მესამეს კი იარაღის შეძენა–შენახვა ედება ბრალად.
ლენტეხში 56 წლის მამაკაცის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკს“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, „კარაბინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.
წყალტუბოში პოლიციამ იარაღი 30 წლის მამაკაცის ავტომობილში იპოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკ–45“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.
ბორჯომში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 39 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია CZ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.