https://sputnik-georgia.com/20210913/giorgi-ribraze-testireba-samizne-jgufebistvis-ufasoa-259554592.html
გიორგი ღიბრაძე: არაფერი შეცვლილა, ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის უფასოა
გიორგი ღიბრაძე: არაფერი შეცვლილა, ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის უფასოა
Sputnik საქართველო
უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის სწრაფი და PCR–ტესტირება... 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T15:48+0400
2021-09-13T15:48+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250139050_0:120:3216:1929_1920x0_80_0_0_8c3ee305d4f35fa67bf267864590d5be.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა – ასე გამოეხმაურა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კორონავირუსის სწრაფი და PCR–ტესტირება ფასიანი გახდა.12 სექტემბერს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში სწრაფი და PCR–ტესტები ფასიანი გახდა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტია. მიზეზად კი სახელმწიფოს მხრიდან კერძო ლაბორატორიებისთვის სუბსიდირების შეწყვეტა დასახელდა.გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმღვანელი მარიამ გიუნაშვილი გამოეხმაურა.„3-4 დღე სახელმწიფოს მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება. შეფერხდა ტესტების შემოტანა, მაგრამ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას ეწეოდა, ინფორმირებული იყო, რომ ეს ტესტირება კვლავ ყოფილიყო უფასო, სახელმწიფოს მხრიდან ამ თანხის ანაზღაურება მოგვიანებით მოხდებოდა“, – განაცხადა გიუნაშვილმა.გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწრაფი და PCR–ტესტები ფასიანი გახდა, უარყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.„ტყუილია! ვინ გითხრათ ეს?! დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვისაც ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა", – განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 946-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 581.815-ს მიაღწია.ბოლო 24 საათში ჩატარებულია 17.192 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.442, PCR–ტესტით – 7.750.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20210817/cusTvis-gaxdeba-testireba-ufaso-gamyreliZe-252604190.html
https://sputnik-georgia.com/20210901/gamkrelidze-epidsituacia-neli-tempit-umjobesdeba-259220117.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250139050_243:0:2974:2048_1920x0_80_0_0_edc6bd917734bf0f0031e2a110107d81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გიორგი ღიბრაძე: არაფერი შეცვლილა, ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის უფასოა
15:48 13.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის სწრაფი და PCR–ტესტირება ფასიანი გახდა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა – ასე გამოეხმაურა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კორონავირუსის სწრაფი და PCR–ტესტირება ფასიანი გახდა.
„ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ღიბრაძემ.
12 სექტემბერს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში სწრაფი და PCR–ტესტები ფასიანი გახდა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტია. მიზეზად კი სახელმწიფოს მხრიდან კერძო ლაბორატორიებისთვის სუბსიდირების შეწყვეტა დასახელდა.
გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმღვანელი მარიამ გიუნაშვილი გამოეხმაურა.
„3-4 დღე სახელმწიფოს მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება. შეფერხდა ტესტების შემოტანა, მაგრამ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას ეწეოდა, ინფორმირებული იყო, რომ ეს ტესტირება კვლავ ყოფილიყო უფასო, სახელმწიფოს მხრიდან ამ თანხის ანაზღაურება მოგვიანებით მოხდებოდა“, – განაცხადა გიუნაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწრაფი და PCR–ტესტები ფასიანი გახდა, უარყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.
„ტყუილია! ვინ გითხრათ ეს?! დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვისაც ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა", – განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 946-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 581.815-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 17.192 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.442, PCR–ტესტით – 7.750.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.