https://sputnik-georgia.com/20210817/cusTvis-gaxdeba-testireba-ufaso-gamyreliZe-252604190.html
ვისთვის გახდება კოვიდ-ტესტირება ფასიანი: გამყრელიძის განცხადება
ვისთვის გახდება კოვიდ-ტესტირება ფასიანი: გამყრელიძის განცხადება
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T14:34+0400
2021-08-17T14:34+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/59/248175971_0:126:3076:1866_1920x0_80_0_0_c52731440c5940d35773d83276dda260.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ხალხის იმ ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიურად გადიან ტესტირებას, მათ შორის – მაღაზიების, მოლების თანამშრომლები, ასევე მასწავლებლები და სამართალდამცველები.„დიდია ეს ჩამონათვალი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, ასეთ დროს სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. სხვა შემთხვევაში კი მათ მოუწევთ თავად ან დამსაქმებლებმა გადაიხადოს ტესტირების თანხა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული წესი სამედიცინო პერსონალზე არ გავრცელდება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსზე სავალდებულო, ინტენსიურ ტესტირებას სხვადასხვა ჯგუფები ექვემდებარებიან და მათი ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სავაჭრო ცენტრებში (ე.წ. მოლები) მომუშავე პირები, ბაზრებში და ბაზრობებზე მომუშავე პირები, მასწავლებლები და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20210817/kovidbaraTebis-gacema-iwyeba-252603697.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/59/248175971_0:29:3076:1963_1920x0_80_0_0_5e30cf61a5db3a081e11db43b8f5cd20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვისთვის გახდება კოვიდ-ტესტირება ფასიანი: გამყრელიძის განცხადება
14:34 17.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ხალხის იმ ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიურად გადიან ტესტირებას, მათ შორის – მაღაზიების, მოლების თანამშრომლები, ასევე მასწავლებლები და სამართალდამცველები.
„დიდია ეს ჩამონათვალი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, ასეთ დროს სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. სხვა შემთხვევაში კი მათ მოუწევთ თავად ან დამსაქმებლებმა გადაიხადოს ტესტირების თანხა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული წესი სამედიცინო პერსონალზე არ გავრცელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსზე სავალდებულო, ინტენსიურ ტესტირებას სხვადასხვა ჯგუფები ექვემდებარებიან და მათი ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სავაჭრო ცენტრებში (ე.წ. მოლები) მომუშავე პირები, ბაზრებში და ბაზრობებზე მომუშავე პირები, მასწავლებლები და ა.შ.