https://sputnik-georgia.com/20210913/ert-dres-davkargav-sad-caabarebs-narkotests-giorgi-gaxaria-259566706.html
„ერთ დღეს დავკარგავ“ - სად ჩააბარებს ნარკოტესტს გიორგი გახარია
„ერთ დღეს დავკარგავ“ - სად ჩააბარებს ნარკოტესტს გიორგი გახარია
Sputnik საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T21:39+0400
2021-09-13T21:39+0400
2021-09-13T21:41+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259234654_498:69:1729:762_1920x0_80_0_0_5a91bc3429a903bd5dd788859293527e.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობა და ნარკოტესტის ჩაბარებას ევროპაში გეგმავს.როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა განაცხადა, აქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა მის წინააღმდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ის არ აპირებს ტესტის ჩაბარებას საქართველოში.გახარიას განცხადებით, მისთვის ნარკოტესტის თემა დახურული არ არის, რადგან კატეგორიულად მიუღებელია საუბარი შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით, უპირველესად კი იმიტომ, რომ პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეებს.კახა კალაძემ ამას წინათ წამოაყენა ინიციატივა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებმა ტესტი ჩააბარონ ნარკოტიკის მოხმარებაზე, ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება.მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ უკვე ჩააბარა ანალიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. იგი ყველა პოზიციით „სუფთა“ აღმოჩნდა. კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს.გახარიას აზრით, ნარკოტესტის ჩაბარების თემის წამოწევით სახელისუფლებო ტელევიზიების საშუალებით ჩაირთო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ადამიანის ბრალდებაზე მუშაობს.პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, დღეისათვის გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე 2 ოქტომბერს კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.
https://sputnik-georgia.com/20210910/giorgi-gaxaria-narkotesttan-dakavsirebit-259509809.html
https://sputnik-georgia.com/20210912/gaxarias-mxardamwerta-stabs-maka-maxaraze-uxelmzrvanelebs-259536957.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259234654_632:62:1627:808_1920x0_80_0_0_0a3aa90738b4f165ba83545e14a0f937.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
„ერთ დღეს დავკარგავ“ - სად ჩააბარებს ნარკოტესტს გიორგი გახარია
21:39 13.09.2021 (განახლებულია: 21:41 13.09.2021) ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობა და ნარკოტესტის ჩაბარებას ევროპაში გეგმავს.
როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა განაცხადა, აქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა მის წინააღმდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ის არ აპირებს ტესტის ჩაბარებას საქართველოში.
„დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებით, მისთვის ნარკოტესტის თემა დახურული არ არის, რადგან კატეგორიულად მიუღებელია საუბარი შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით, უპირველესად კი იმიტომ, რომ პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეებს.
10 სექტემბერი 2021, 21:34
კახა კალაძემ ამას წინათ წამოაყენა ინიციატივა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებმა ტესტი ჩააბარონ ნარკოტიკის მოხმარებაზე, ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ უკვე ჩააბარა ანალიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. იგი ყველა პოზიციით „სუფთა“ აღმოჩნდა. კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს.
გახარიას აზრით, ნარკოტესტის ჩაბარების თემის წამოწევით სახელისუფლებო ტელევიზიების საშუალებით ჩაირთო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ადამიანის ბრალდებაზე მუშაობს.
12 სექტემბერი 2021, 20:37
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, დღეისათვის გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
გიორგი გახარია ადგილობრივ არჩევნებზე 2 ოქტომბერს კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.