9 წლის ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ბრალდებული არასრულწლოვანს ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით სისტემატურად ამცირებდა, ასევე ოჯახის წევრების დაკავებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 49 წლის ბრალდებული ქალი 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. ის არასრულწლოვანს მეგობრების, ოჯახის წევრებისა და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე ბრალდებული თავად არასრულწლოვან დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა. აღნიშნული ქმედებების გამო არასრულწლოვანმა 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
 დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
ბათუმში ქალს 9 წლის ბავშვის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დაკავებული შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მოსამართლემ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 151-ე (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომლის ერთ-ერთ მფლობელს (ბრალდებულ მ.ნ.-ს) დანარჩენ მფლობელებთან ქონებრივი დავა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0