ბათუმში ქალს 9 წლის ბავშვის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringer დაკავება
 დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
გამოწერა
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას.
„მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა მ.ნ. იმავე დღესვე დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომლის ერთ-ერთ მფლობელს (ბრალდებულ მ.ნ.-ს) დანარჩენ მფლობელებთან ქონებრივი დავა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0