https://sputnik-georgia.com/20210806/14-wlis-gogonas-saqmeze-babuas-patimroba-sheeparda-252521741.html
14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა
14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სასამართლომ გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც ძალადობას გულისხმობს. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T18:17+0400
2021-08-06T18:17+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b0bc7bf12811bad4ee6296226c86f763.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბაბუა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა. შედეგად, 14 წლის გოგონამ მიმდინარე წლის 9 თებერვალს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ბაბუა 15 თებერვალს დააკავეს.14 წლის გოგონას ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა. როგორც აღმოჩნდა, 76 წლის ბაბუამ გაიგო 23 წლის მამაკაცთან მისი შვილიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რის გამოც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.აღნიშნულ საქმეზე საკუთარ განაჩენს ელოდება 23 წლის ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ აგრეთვე თებერვალში დააკავა.
https://sputnik-georgia.com/20210213/14-wlis-gogonas-TviTmkvleloba-qobuleTSi-dakavebul-mamakacs-patimroba-Seefarda-250882933.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_e21079c2ee4afd445ad81970b1c6ba61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა
18:17 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სასამართლომ გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც ძალადობას გულისხმობს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის შვილიშვილის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბაბუას ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბაბუა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა. შედეგად, 14 წლის გოგონამ მიმდინარე წლის 9 თებერვალს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ბაბუა 15 თებერვალს დააკავეს.
14 წლის გოგონას ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა. როგორც აღმოჩნდა, 76 წლის ბაბუამ გაიგო 23 წლის მამაკაცთან მისი შვილიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რის გამოც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.
აღნიშნულ საქმეზე საკუთარ განაჩენს ელოდება 23 წლის ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ აგრეთვე თებერვალში დააკავა.