https://sputnik-georgia.com/20210912/yvarelsi-saqartvelos-bankis-filialze-tavdamsxmels-patimroba-seefarda-259530408.html
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
თელავის ერთ-ერთი რესტორნის ყოფილ მზარეულს ბრალი ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. მას... 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T14:28+0400
2021-09-12T14:28+0400
2021-09-12T14:28+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259468347_419:232:1368:766_1920x0_80_0_0_e09a357d8d7b3c9ad32f46ef031179cd.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 48 წლის შალვა მელიქიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.ხუთშაბათს ხელყუმბარით შეიარაღებული მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, 13 პირი მძევლად აიყვანა და ფული მოითხოვა. მაგრამ მალე ყველა მათგანი გაათავისუფლა და პოლიციასთან არც ისე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა.მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელმაც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხით ახსნა. პროცესზე დაცვის მხარე 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით.ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.ბრალდებულის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და ნანობს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და 52 ათას ლარიანი ბანკის ვალის გამო სახლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, იმყოფებოდა თუ არა მელიქიშვილი შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენის დროს, ამას ექსპერტიზა დაადგენს.„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210911/moinania-yvarelsi-saqartvelos-bankze-tavdamsxmels-brali-warudgines-259519981.html
https://sputnik-georgia.com/20210910/saqartvelos-bankze-tavdamsxmeli-povaria-259489279.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259468347_592:193:1385:788_1920x0_80_0_0_36b919ea0092baae3c19c97409717c39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
შემთხვევები, ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
თელავის ერთ-ერთი რესტორნის ყოფილ მზარეულს ბრალი ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 48 წლის შალვა მელიქიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ხუთშაბათს ხელყუმბარით შეიარაღებული მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, 13 პირი მძევლად აიყვანა და ფული მოითხოვა. მაგრამ მალე ყველა მათგანი გაათავისუფლა და პოლიციასთან არც ისე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა.
11 სექტემბერი 2021, 19:58
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელმაც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხით ახსნა. პროცესზე დაცვის მხარე 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით.
ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდებულის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და ნანობს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და 52 ათას ლარიანი ბანკის ვალის გამო სახლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, იმყოფებოდა თუ არა მელიქიშვილი შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენის დროს, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
10 სექტემბერი 2021, 11:36
„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.