https://sputnik-georgia.com/20210910/saqartvelos-bankze-tavdamsxmeli-povaria-259489279.html
ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი მზარეულია
ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი მზარეულია
Sputnik საქართველო
მამაკაცმა მძევლად 13 ადამიანი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T11:36+0400
2021-09-10T11:36+0400
2021-09-10T15:57+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259473209_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_d76443d31cd438618cb4672718d4703b.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში ხელყუმბარით შეიჭრა, თელავის მკვიდრი, 49 წლის შალვა მელიქიშვილია.ქართული მედიის ცნობით, მელიქიშვილი სასტუმრო „ძველი თელავის“ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან ალკოჰოლის სიყვარულის გამო გაათავისუფლეს.„კარგი პროფესიონალი იყო, მაგრამ როცა „ზაპოი" დაეწყებოდა, ყველა ეჯავრებოდა და აგრესიული ხდებოდა. შემჩნეული არ იყო ქურდობასა და ყაჩაღობაში, მაგრამ რომ დათვრებოდა, რას აკეთებდა უკვე აღარავინ იცოდა“, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა შოთა დემინაშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში. მისი თქმით, ბანკზე თავდასხმის დროსაც მელიქიშვილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიდა: „ძალიან გამიკვირდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იგი ამას გააკეთებდა. ალბათ ნასვამი იყო“.შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა, 13 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა. ადგილზე მალევე მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება. მძარცველთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. შედეგად – ბანკში შეჭრილმა მამაკაცმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, ბოლოს კი პოლიციას ჩაბარდა.არსებული ინფორმაციით, იგი გამოსასყიდის სახით სხვადასხვა თანხებს მოითხოვდა – ხან ნახევარ მილიონ, ხან მილიონ ლარს. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, მელიქიშვილი ბოლო ერთი წელია უმუშევარი იყო. სხვა წყაროების ინფორმაციით, მას ბანკის ვალი ჰქონდა, მაგრამ არა „საქართველოს ბანკში“, არამედ „თიბისი ბანკში“.გუშინ მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210909/yvarelsi-saqartvelos-banksi-sewrili-mzarcveli-dakavebulia-259475624.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259473209_344:0:1400:792_1920x0_80_0_0_4d250de62eeccae40c7f3bec1eff4398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი მზარეულია
11:36 10.09.2021 (განახლებულია: 15:57 10.09.2021) მამაკაცმა მძევლად 13 ადამიანი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში ხელყუმბარით შეიჭრა, თელავის მკვიდრი, 49 წლის შალვა მელიქიშვილია.
ქართული მედიის ცნობით, მელიქიშვილი სასტუმრო „ძველი თელავის“ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან ალკოჰოლის სიყვარულის გამო გაათავისუფლეს.
„კარგი პროფესიონალი იყო, მაგრამ როცა „ზაპოი" დაეწყებოდა, ყველა ეჯავრებოდა და აგრესიული ხდებოდა. შემჩნეული არ იყო ქურდობასა და ყაჩაღობაში, მაგრამ რომ დათვრებოდა, რას აკეთებდა უკვე აღარავინ იცოდა“, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა შოთა დემინაშვილმა ტელეკომპანია
Rustavi 2-ის ეთერში.
მისი თქმით, ბანკზე თავდასხმის დროსაც მელიქიშვილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიდა: „ძალიან გამიკვირდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იგი ამას გააკეთებდა. ალბათ ნასვამი იყო“.
შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა, 13 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა. ადგილზე მალევე მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება. მძარცველთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. შედეგად – ბანკში შეჭრილმა მამაკაცმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, ბოლოს კი პოლიციას ჩაბარდა.
არსებული ინფორმაციით, იგი გამოსასყიდის სახით სხვადასხვა თანხებს მოითხოვდა – ხან ნახევარ მილიონ, ხან მილიონ ლარს.
ტელეკომპანია
„იმედის“ ცნობით, მელიქიშვილი ბოლო ერთი წელია უმუშევარი იყო. სხვა წყაროების ინფორმაციით, მას ბანკის ვალი ჰქონდა, მაგრამ არა „საქართველოს ბანკში“, არამედ „თიბისი ბანკში“.
გუშინ მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.