https://sputnik-georgia.com/20210909/yvarelsi-saqartvelos-banksi-sewrili-mzarcveli-dakavebulia-259475624.html
ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი დაკავებულია
ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი დაკავებულია
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ადგილს სპეცდანიშნულების რაზმები უკვე ტოვებენ. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T19:13+0400
2021-09-09T19:13+0400
2021-09-09T20:48+0400
ახალი ამბები
ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259473226_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_c20e55d779bf173883449834cd0b2b67.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილი მძარცველი დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. მამაკაცი ბანკის ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს, ასევე მიმდებარე ტერიტორია დატოვა ადგილზე მობილიზებულმა ჯავშანტექნიკამ. რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფ მძარცველს შორის კომუნიკაცია შედგა. მძარცველი ითხოვდა, რომ ბანკთან მობილიზებულ დანაყოფებს ტერიტორია დაეტოვებინათ. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა. მთელი ამ დროის განმავლობაში სამართალდამცველები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. თავდაპირველი ინფორმაციით, მამაკაცს 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი, მოგვიანებით ისინი გათავისუფლდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
https://sputnik-georgia.com/20210909/ra-vitarebaa-yvarelsi-saqartvelos-bankis-teritoriaze-adgilze-javsanteqnika-gamocnda-259475165.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259473226_0:0:1111:833_1920x0_80_0_0_fce4be6eb05924f27e43126870a53d39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში , შემთხვევები
ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში , შემთხვევები
ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი დაკავებულია
19:13 09.09.2021 (განახლებულია: 20:48 09.09.2021) ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ადგილს სპეცდანიშნულების რაზმები უკვე ტოვებენ.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილი მძარცველი დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.
მამაკაცი ბანკის ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს, ასევე მიმდებარე ტერიტორია დატოვა ადგილზე მობილიზებულმა ჯავშანტექნიკამ.
რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფ მძარცველს შორის კომუნიკაცია შედგა. მძარცველი ითხოვდა, რომ ბანკთან მობილიზებულ დანაყოფებს ტერიტორია დაეტოვებინათ. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა. მთელი ამ დროის განმავლობაში სამართალდამცველები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
თავდაპირველი ინფორმაციით, მამაკაცს 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი, მოგვიანებით ისინი გათავისუფლდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.